„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თბილისის საკრებულოს წევრების მიერ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
„წინასაარჩევნოდ, სიის ფორმირების პროცესში ასეთი რამ ყველა პარტიაში ხდება. ჩვენი პარტია იყო ერთადერთი გამონაკლისი, თუმცა დღევანდელი დღის შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენც შევუერთდით დანარჩენი პარტიების რიგს. ჩვენ ყოფილ თანაპარტიელების წარმატებებს ვუსურვებთ, მათი ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია პარტიას ვერ დააზარალებს. „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ განაგრძობს საკუთარი დღის წესრიგით მუშაობას, იმყოფება წინასაარჩევნო პერიოდში და ვაპირებთ, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ ჩვენი პროგრამის მთავარი გზავნილები, რომელიც აუცილებლად მოგვიტანს 8 ოქტომბრის არჩევნებში წარმატებას.
ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და ადვილია გადამოწმება, ასევე ყველამ იცით, რომ უბლოკო სტატუსის შესახებ ინიციატივა ჩვენს მიერ გაცხადებული იქნა ორი თვის წინ, ასე, რომ ეს თემა არის მოგონილი.
რაც შეეხება საკრებულოს, სამივე დეპუტატი, რომელიც თბილისის საკრებულოში წარმოადგენს „დემოკრატიულ მოძრაობას“ არის პარტიული სიით გასული, მათ მიიღეს პარტიის ხმები, არც ერთი მათგანი არ გახლავთ მაჟორიტარი დეპუტატი. ვინაიდან მათ მიიღეს გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ, როგორც პოლიტიკური, ასევე ადამიანური მორალი მოითხოვს, რომ მათ დატოვონ საკრებულო“-განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






