"პრეზიდენტის კარის მეზობელიაო... მონა ყოველთვის მონაა. დღეს - შენი, ხვალ - ახალი ბატონის"- გვარამია მოსამართლე სიჭინავაზე
პოლიტიკა - 16:46, 01 Sep, 2016     24690
რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩაშლილ სხდომას და მოსამართლე ოთარ სიჭანავას ქმედებას ფეისბუკზე ეხმაურება. როგორც ცნობილია მოსამართლე მაშინ, როდესაც ის სასამართლოში სხდომაზე უნდა ყოფილიყო თბილისში იყო და ძაღლებს ასეირნებდა:
"მოსამართლე სიჭინავაზე უნდა დავწერო. ჩემს თვალწინ განვითარდა ამ ადამიანის კარიერა. 2006 წელს იუსტიციის საბჭოს წევრი ვიყავი პარლამენტიდან და უცაბედად მოგვევლინა საბჭოს მუდმივ წევრად, პრეზიდენტის მიერ დანიშნული კვოტით. გამაოგნებელი კაცი იყო - სრულიად (ხაზგასმით - სრულიად) უცოდინარი სამართლებრივ საკითხებში, ბევრს ლაპარაკობდა იარაღზე და უსიამოვნოდ მლიქვნელი იყო. ასეთები მანამდეც შემხვედრიან და მერეც (9 წლის განმავლობაში) და ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებდნენ. ნომალურია-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ პრინციპში ჩვეულებრივი ამბავია: პოლიტიკას, მით უფრო დამწყებ დემოკრატიებში, ახასიათებს ერთგულების ნიშნით ადამიანების შერჩევა. რაოდენობას და თანამდებობას გააჩნია, უბრალოდ. რომ ვიკითხე, საიდან მოვიდათქო, მომიგეს, პრეზიდენტის კარის მეზობელიაო. რომ გავაგრძელე სვლა მაღლა ვერტიკალით, მითხრეს, ერთგული და კარგი ბიჭია, შეიარაღების საკითხებში ერკვევა იდეალურადო. მთლად ასეთსაც არ მოველოდი და თვალები რომ გადმოვკარკლე, სხვა თემაზე გადამიტანეს საუბარი, სიჭინავა კი ათჯერ უფრო მლიქვნელი გახდა ჩემთან, ვიდრე ადრე (უთხრეს ეტყობა, შთაბეჭდილება მოეხდინა და ასე გაიგო. სხვანაირად როგორ უნდა გაეგო, ისე, ან რითი უნდა მოეხდინა შთაბეჭდილება? იარაღი მე არ მაინტერესებს და სხვა არაფერი იცოდა). საკონსტიტუციოში რომ დანიშნეს, გულისამრევი და სამარცხვინოათქო, ყველას ვუთხარი, ვისაც ეხებოდა. მაგრამ რა აზრი ქონდა - დანიშნეს და მორჩა. პოლიტიკური გუნდურობის ეთიკა კი მოითხოვს, რომ შიგნით თქვა და გარეთ არ გაიტანო, თუ ქვეყნის დაქცევას და ღალატს არ ეხება საკითხი. ასეთად არ ჩამითვლია და არც იყო. გული ამერია, ჩემთვის დავიბოღმე და გავიარე - ისედაც ბევრი საქმე მქონდა, ამ სულელზე რომ არ მეფიქრა თავისი ერთადერთი კვალიფიკაციით - "შეიარაღებაში ერკვევა არაჩვეულებრივად". ხოდა, მორალი ასეთია - კრონიზმი დამოკრატიის მტერია და ინსტიტუციებს ანგრევს. დღეს თუ არა, ხვალ. და რაც მთავარია, მონა ყოველთვის მონაა. დღეს - შენი, ხვალ - ახალი ბატონის. ბატონის შეცვლას ელოდება მხოლოდ და მისთვისაც ისეთივე "ერთგული და კარგი ბიჭი" ხდება, როგორც ერთ დროს შენთვის იყო. მეტიც, პირველ რიგში, შენ მოგადგება სიკვდილის ცელით, ახალი ბატონის ერთგულება რომ დაამტკიცოს. ხოდა ამ "ერთგულმა და კარგმა", პირველ რიგში რა ქნა იცით? თავისი "კარის მეზობლის" (პრეზიდენტის დედის და ბებიის) ქონების დაყადაღების მკაფიოდ ანტიკონსტიტუციური მუხლის გაუქმებაზე თქვა უარი. კარის მეზობლებს კი აუხსნა, მონური სისაწყლით - რა ვქნა, ძალიან მაწვებიან და დიდი ბოდიშიო. აი, ასეთია სიჭინავას სევდიანი ისტორია. უფრორე, ცხრა წლის სიმპტომატური შეცდომის ტრაგიკული ისტორია. ამას აღარ ველოდები მწარე გამოცდილებაზე გამოცდილი ნაციონალური მოძრაობისგან, თორემ ნამდვილად არ მივცემდი ხმას, ნამდვილად. ps ესეც ფოტო, დღეს ბათუმში, უგულავას და კაბელების საქმეზე ჩაშლილი სხდომის დროს სად იყო და რას აკეთებდა სიჭინავა. შეიარაღებაც ცოდნია და ძაღლებიც ყვარებია - რაღაც ახალი გავიგე მის უნარებზე."- წერს ნიკა გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42