სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებას ეხმაურება
პოლიტიკა - 16:47, 01 Sep, 2016     1552
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადება არღვევს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის ნორმებს და წარმოადგენს არაპროფესიულ დამოკიდებულებას საადვოკატო საქმიანობისადმი. მისი განცხადება შეიცავს წაქეზებას პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული პირების მიმართ არასამართლებრივი ხერხებით თავი დააღწიონ სასჯელის მოხდას და არ დაემორჩილონ დაწესებულებებში დადგენილ წესებს. ამასთან, განცხადება საფრთხის შემცველია პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის და მიმართულია სისტემის დისკრედიტაციისკენ.

სამინისტრო არ დატოვებს აღნიშნულ განცხადებას რეაგირების გარეშე და საჩივრით მიმართავს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კომისიას ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

ამასთან, სამინისტრო განმარტავს, რომ პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულები იყოფიან საშიშროების ოთხ რისკად - დაბალი, საშუალო, მომეტებული და მაღალი და დაწესებულებებში მათი მოთავსება საშიშროების რიკის შესაბამისად ხდება. N6 პენიტენციური დაწესებულება არის განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, სადაც საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულები არიან განთავსებულნი და დაწესებულებაში მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. აღსანიშნავია, რომ N6 დაწესებულებას გასულ წელს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, აღიჭურვა და მოეწყო თანამედროვე ევროპული სტანდრტების შესაბამისად, სადაც მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლებით, საშიშროების რისკის გათვალისწინებით. გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ დაწესებულების მონიტორინგს, როგორც ინდივიდუალური ვიზიტების, ასევე, სისტემური მონიტორინგის ფარგლებში.

პატიმარი ოთარ ვარამაშვილი საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულია, შესაბამისად, ის სასჯელს სწორედ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა. სასჯელის მოხდის პერიოდში ხშირად არღვევდა სარეჟიმო მოთხოვნებს. პენიტენციურ დაწესებულებებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, პატიმრის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა დისციპლინური სახდელი, მათ შორის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება გაასაჩივროს სასამართლოში. სწორედ აღნიშნული უფლება გამოიყენა მსჯავრდებულმა ოთარ ვარამაშვილმა და 2016 წლის 31 აგვისტოს პატიმარი გაყვანილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პენიტენციური სისტემის დეზორგანიზებისკენ მიმართული განცხადებების გაკეთებისგან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42