"ბურჭულაძე ჩემთან მოვიდა უგულავასგან დაჯილდოებული საათით, არ ისურვა ჩვენთან თანამშრომლობა"- ივანიშვილი
პოლიტიკა - 15:03, 01 Sep, 2016     10752
ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის პაატა ბურჭულაძესთან თანამშრომლობას აპირებდა, თუმცა მასთან შეხვედრაზე ბურჭულაძე გიგი უგულავასგან ნაჩუქარი საათით მივიდა და არც თანამშრომლობა არ შედგა.
ივანიშვილის განცხადებით, ბურჭულაძემ თავისი ადგილი იპოვა და ნაციონალებთან გაერთიანდა. ამის შესახებ განცხადება ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში - „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ პაატა ბურჭულაძისა და ვაშაძე-ჯაფარიძის გაერთიანების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.
სიტუაციის არევის მცდელობად აფასებს ივანიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსაც, სადაც გიორგი ვაშაძე ნოდარ ხადურთან ერთად არის ასახული:

„ვაშაძეს ჩაეთვალა, კარგი ფინტი ჩაუტარა „ქართულ ოცნებას“. ამით უნდოდათ, რომ სიტუაცია არიონ და ეჩვენებინათ, ვითომ ის დამოუკიდებელია. თუმცა ეს არის ტიპიური „ნაციონალური მოძრაობა“, ყველაზე დიდი პირველი ნომერი „ნაციონალური მოძრაობის“ და ბურჭულაძეც იქ მივიდა. აღარ იკადრა სიცრუე და მივიდა იქ, სადაც უნდა მისულიყო. მე მსურდა, რომ ბურჭულაძეს გვერდით დავდგომოდი, მაგრამ ჩემთან მოვიდა უგულავასგან დაჯილდოებული საათით, რაღაც ხუთი - ათი წუთით და მეტი რა უნდა მეთქვა. არჩევნებისთვის ვემზადებოდით. მან არ ისურვა ჩვენთან თანამშრომლობა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42