„რობერტ სტურუა გაოცებული იყო, სამჯერ ამოვიდა ჩემთან და მეუბნებოდა, იცოდე, რომ უსისხლოდ ამათ ვერ გაუშვებო. ბოლოს კი მითხრა, შედეგით გაოგნებული ვარ, აი, რა მოხდა და რა მოახერხეთ. გარწმუნებთ, რომ გუნდის წევრებმა ბევრმა კიდევ არ იცის და არ შეუფასებიათ სწორედ, რა მოხდა 2012 წლის არჩევნებში. მე ცოტა გვიან მინდა, ერთი 10 წლის შემდეგ, კიდევ დამატებითი შეფასება გავაკეთო, როგორი მენეჯმენტი მოვახერხე და გავაკეთე, როგორი ანალიზი. მე ლიდერი ვიყავი სწორედ ამ გუნდის პროცესში და ესეც მაძლევს უფლებას, ჩვენს ამომრჩეველს შევახსენო, რომ მე კარგი როლი ვითამაშე ამ პროცესში. ესეც უმატებს ფასს ჩემ სიტყვებს. ამიტომ ვთხოვდი ჩვენს ტელემაყუირებელს, ვისაც ჩემს მიმართ ნდობა აქვს, ჩვენს საზოგადოებას, რომ გამომყვნენ ანალიზში. ძალიან ვთხოვდი ჟურნალისტებსაც, რომ კრიტიკულად, სწორად დამისვან პრეტენზიები, რომ საზოგადოებას ჩემეული ხედვა და ანალიზი ვაჩვენო“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






