გეოგრაფიული ობიექტებისთვის სამისამართო ნუმერაციის მინიჭებას მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო რეესტრი განახორციელებს
პოლიტიკა - 13:30, 01 Sep, 2016     1366
გეოგრაფიული ობიექტებისთვის სამისამართო ნუმერაციის მინიჭებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობების ნაცვლად, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. საჯარო რეესტრის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილება ძალაში პირველი სექტემბრიდან შევა.

ამ დრომდე საჯარო რეესტრი, კანონის შესაბამისად, მხოლოდ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციას ახორციელებდა. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი ამ ფუნქციას ადგილობრივი თვითმმართველობები ასრულებდნენ. ცვლილების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნუმერაციის პროცესი ერთიან სამართლებრივ ჭრილში მოექცევა, ერთიანი გახდება ნუმერაციის მინიჭების წესი და მისამართის სტანდარტი, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი შეცდომები, რაც საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყანაში მოწესრიგებული და ზუსტი სამისამართო ბაზის ჩამოყალიბებაში.

ამას გარდა, საჯარო რეესტრის ახალი ფუნქცია ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ნუმერაციის კუთხით არსებული ყველაზე პრობლემური ადგილების გაანალიზებასა და ამ ადგილებში ნუმერაციის მინიჭების, კორექტირებისა თუ შეცვლის სისტემურად, სწრაფი ტემპით განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ მისამართების რეესტრში შესრულებული ყველა ცვლილება ავტომატურად აისახება უძრავი ქონების რეესტრშიც და ნებისმიერი შემდგომი ტრანზაქციისას მოქალაქეს მონაცემებში ახალი, კორექტირებული მისამართი ექნება, რაც მათთვის მომსახურების ვადებსაც შეამცირებს.

საჯარო რეესტრს მისამართების რეესტრის ფუნქცია 2011 წლიდან გადაეცა. საწყის ეტაპზე იგი გეოგრაფიული ობიექტების, მათი ნაწილებისა და კომპლექსების დამისამართებას, ერთიანი სამისამართო რეესტრის შექმნასა და წარმოებას წარმოადგენდა. 2012 წლიდან საჯარო რეესტრს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვარში შემავალ გეოგრაფიულ ობიექტებზე ნუმერაციის წარმოება, 2013 წლის სექტემბრიდან კი დედაქალაქში მისამართების სისტემური ნუმერაცია და არასწორი მისამართების კორექტირებაც დაევალა. ამ დროიდან საჯარო რეესტრის მიერ შემუშავებული სისტემით მისამართი არაერთ უმისამართო და დაუნომრავ უძრავ ქონებას მიენიჭა, ათასობით მოქალაქემ შეძლო პირადობის მოწმობის და სხვა დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42