„ქვეყნისა თუ ქალაქის სიძლიერე მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით განისაზღვრება. დღეს ჩვენს წინაშე დგას უმუშვრობის პრობლემა, რომელსაც ბოლო 4 წელია საქართველოს ხელისუფლება ებრძვის. ჩემთვის პრიორიტეტულია ჩემს ქალაქში მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. კერძო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად“,-აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ.
გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, თენგიზ ხუბულური კი სოფელ ქვეშის მოსახლეობას შეხვდა და არსებულ პრობლემებს გაეცნო. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს სოფლის განვითარების საკუთარი ხედვები გაუზიარა.
“ მიმდინარე წლის სექტემბერში სოფელში ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაღი გაიხსნება. მოსახლეობას აღარ მოუწევს ბავშვების ახლომდებარე სოფლების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ტარება “,-აღნიშნა თენგიზ ხუბულურმა.
მასალის გამოყენების პირობები






