„სამართლიანი არჩევნები“ შესაბამის უწყებებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 13:20, 01 Sep, 2016     1034

„სამართლიანი არჩევნებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ძმ. კაკაბაძეების ქუჩა 2 ნომერთან, საარჩევნო სუბიექტის, „დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯიხურიდან მოქალაქეებს უფასო საკვები პროდუქტი ურიგდებათ.

ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებელი, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ადგილზე 21 აგვისტოს, დღის 12 საათზე იმყოფებოდა. მოქალაქეები მასთან პირად საუბარში აცხადებენ, რომ უფასო საკვები პროდუქტით ნებისმიერ მსურველს, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, დღეში ორჯერ ამარაგებთ.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი ადასტურებს, რომ საკვებთან ერთად მოქალაქეებს აღნიშნული პარტიის სააგიტაციო ბეჭდური მასალაც გადაეცემათ.

"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა სცადა გასაუბრებოდა იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ არიგებდნენ საკვებს, თუმცა მათ უარი განაცხადეს პასუხზე და აგრესიული ტონით აიძულეს ტერიტორიის დატოვება.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფა და ნებისმიერი საქველმოქმედო საქმიანობა,როდესაც იგი საარჩევნო სუბიექტის მიერ, ან სუბიექტის სასარგებლოდ ხორციელდება,საარჩევნო კანონმდებლობით, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალურ და დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

„სამართლიან არჩევნებს“ მიაჩნია, რომ სოციალურად შეჭირვებული ადამიანების მდგომარეობის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება და ამომრჩევლის მოსყიდვა ჯანსაღი საარჩევნო გარემოსთვის საფრთხის შემცველი ქმედებაა, რაზეც კომპეტენტურმა უწყებებმა სათანადო რეაგირება უნდა მოახდინონ.

მივმართავთ საქართველოს აუდიტის სამსახურსა და საქართველოს პროკურატურას, შეისწავლონ ჩვენს მიერ მათთვის გადაცემული მასალები და მოახდინონ სათანადო რეაგირება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42