ქართველმა ხალხმა შეარქვა გოცირიძეს „ალ კუპონე“ და კუპონებს - „გოცირიკები"- ნოდარ ჯავახიშვილი
პოლიტიკა - 12:48, 01 Sep, 2016     2319
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს და ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს რომან გოცირიძეს აკრიტიკებს და მისი სებ-ის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდს უარყოფითად აფასებს. ჯავახიშვილის თქმით გოცირიძის ოფიციალური სტატუსი მხოლოდ სააკაშვილის ეკონომიკური მრჩევლობაა. აღნიშნული განცხადება ჯავახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას გააკეთა.

„მე ჟურნალისტებს არაერთხელ ვთხოვე სააკაშვილის ეკონომიკურ მრჩეველს მაინცდამაინც დიდ რეკლამას ნუ გაუწევთ. გოცირიძისთვის ძალიან დიდი პატივია ის, რომ მის სისულელეებს პასუხები ტელევიზიიდან გავცე. როცა ის გახდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მაშინ გავაკეთე ძალიან მოკლე განცხადება, რომ ერთადერთი კაცი, ვინც არ შეიძლება გახდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, არის რომან გოცირიძე. რას ბჟუტურებს რომან გოცირიძე?! „მადლიერმა“ ქართველმა ხალხმა შეარქვა გოცირიძეს „ალ კუპონე“ და კუპონებს - „გოცირიკები“. ახლა რამდენიც გინდა აქნიოს ფეხები, ეს ფაქტია. გოცირიძე რომ იმას დაიბრალებს, ლარი მე შევქმენიო. შემიძლია გაჩვენოთ რა ფული დაამზადეს ჩემს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მოსვლამდე. ის ფული რომ დაგვებეჭდა, სასაცილო იქნებოდა, სატირალი თუ არა. მე მაქვს მანამდელი ლარებიც და ის, რაც მერე გამოვიდა მიმოქცევაში - ისინი ცა და დედამიწასავით განსხვავდება. ის იყო სასაცილო, შემარცხვენელი ქვეყნისა. გოცირიძე წერს, რომ ჩემს დროს ინფლაცია არ იყო, ჯავახიშვილის დროს მოხდაო. რასაკვირველია - გოცირიძის დროს გაიცა წარმოუდგენელი რაოდენობის სესხები ეროვნული ბანკიდან, თუმცა იმის გამო, რომ კუპონები ფიზიკურად არ იყო, არ იყო გამოხატული ბაზარზე, ხოლო როგორც კი ჩამოვიდა მათი შეკვეთილი და დაბეჭდილი კუპონი, იმ დღესვე დაარტყა ინფლაციამ ქართულ ბაზარს“- განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42