"ნარმანიას და ამ ხელისუფლებას, ზეწოლები ვერ უშველით და 8 ოქტომბერს დასრულდება მათი მმართველობა“-ონიანი
პოლიტიკა - 11:53, 01 Sep, 2016     1901
საბავშვო ბაღების მასწავლებლებს ბაღების სააგენტომ გაუგზავნა კითხვარი, რომელშიც ერთ-ერთი შეკითხვა მათი პოლიტიკური კუთვნილებისა და აქტიურობის შესახებაა. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა თინა ბოკუჩავამ და გოგა ონიანმა ისაუბრეს.

„გუშინ ბაღების სააგენტომ, მერიის თანხმობით, თბილისში ყველა საბავშვო ბაღის დირექტორს ეგრეთ წოდებული რეესტრი გაუგზავნა, რომელშიც ერთ-ერთი კითხვის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში - არის თუ არა პირი პოლიტიკურად აქტიური და რომელი სუბიექის მიმართაა დადებითად განწყობილი.

ასეთი შეურაცხყოფა არცერთ ხელისუფლებას მასწავლებლებისთვის არ მიუყენებია. გარდა ამისა, ცალსახაა რომ მერიამ და ბაღების სააგენტომ სუსის მანკიერი პრაქტიკა შეითავსეს. ამ ხელისუფლების პირობებში, მერია ცდილობს გაარკვიოს ყველა მასწავლებლის პოლიტიკური ორიენტაცია და სწორედ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, განახორციელოს რეპრესიები მათთვის არასახარბიელო მასწავლებლების მიმართ თუ დააწინაუროს. დღევანდელი ხელისუფლება სწორედ ამ ხაზით აპირებს არჩევნების ჩატარებას, რომ დააშანტაჟოს, შეაშინოს საჯარო მოხელეები.

პირდაპირ მინდა ვუთხრა ნარმანიას და ამ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, რომ ზეწოლები ვერ უშველით და 8 ოქტომბერს დასრულდება მათი მმართველობა“ - განაცხადა გოგოა ონიანმა.

თინა ბოკუჩავას თქმით კი, ეგრეთ წოდებული რეესტრი ფინანსური ინფორმაციის შესახებაა და აქ პირის პოლიტიკური კუთვნილების შესახებ შეკითხვა, აბსოლუტურად ამოვარდნილი საერტო კონტექსტიდან.

„ეს არის ცალსახა მცდელობა, რომ წინასაარჩევნოდ ნარმანიამ, რომელიც თავის ფუნქციებსაც ვერ ახორციელებს ნორმალურად, სუსის ფუნქციები შეითავსოს.

ჩვენ ამ დარღვევის შესახებ უწყებათაშორის კომისიას ვაცნობებთ, რომელიც მოგეხსენაბათ წულუკიანის ხემძღვანელობის ქვეშაა. ეს არ არის პირველი დარღვევა. ჩვენ სამწუხაროდ მიგვიმართავს სხვა ტიპის დარღვევებით, რომლებზეც გამოძიება დაწყებულა, თუმცა კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა“ - აღნიშნა ბოკუჩავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42