"მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოსამართლეებს ნუ მიიღებენ მონაწილეობას სხდომების ჩაშლასა და გაჭიანურებაში"-პეტრიაშვილი
პოლიტიკა - 11:49, 01 Sep, 2016     1090
,,ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდა, რომ დღეს ჩანიშნული პროცესი კიდევ ერთხელ არ ჩაშალოს და არ გააჭიანუროს საქმე.

სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთათვის წაყენებული ბრალი ანტიკონსტიტუციურია და შესაძლებელია ითქვას რომ ისინი არიან დაპატიმრებული სრულიად უსაფუძვლოდ.

სახალხო დამცველმა საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ მუხლი, რომელსაც საერთო სასამართლო ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობისას დაეყრდნო, ანტიკონსტიტუციურია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 182-ე მუხლი იძლევა მისი არასწორი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით გარანტირებულ უფლებას.

დასკვნაში, რომელიც 31 აგვისტოს ‘’კაბელების საქმის’’ ადვოკატებს გადაეცათ საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნა ე.წ. კაბელების საქმეზე, სადაც წერია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მსჯავრდებულთათვის წაყენებული ბრალი, ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით დანაშაულის ჩადენა, საქმეში საერთოდ არ არის. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის არაკონსტიტუციური. სახალხო დამცველის დასკვნიდან პირდაპირ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ხუთი ადამიანი, რომელიც დღეს არის მსჯავრდებული ე.წ. კაბელების საქმეზე და ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, გაფლანგვის ჩადენა, ისინი არიან დაპატიმრებული სრულიად უსაფუძვლოდ და თუ გავითვალისწინებთ კონტექსტს ამ საქმისა, ისინი არიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულნი.

სახალხო დამცველის დასკვნა უკვე გადაეგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეს განიხილავს.

,,სახალხო დამცველმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული სასამართლოს მეგობრის სტატუსი. მან შეისწავლა ‘’კაბელების საქმე’’ და მისი დასკვნა და პოზიიები ამსოლუტურ თანხვედრაშია ჩვენი ადვოკატების პოზიციენთან. სახალხო დამცველის დასკვნა კიდევ ერთხელ ცხადყოფს , რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებულია და სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიტუიასა და სისხლის სამართლის კოდექს.

სახალხო დამცველმა თავისი დასკვნა გაუგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს

ჩვენც მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და მოვუწოდებთ- ნუ მიიღებენ მონაწილეობას სხდომების ჩაშლასა და გაჭიანურებაში . იმოქმედონ მხოლოდ კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად, დაიცვან კანონი და საკუთარი პროფესიული ღირსება!“, -განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42