გიორგი მღებრიშვილი შტუტგარტში თომას შტრობლს შეხვდა
პოლიტიკა - 11:23, 01 Sep, 2016     1035
გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი შტუტგარტში ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს, თომას შტრობლს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს.როგორც საქართველოს შს მინისტრმა აღნიშნა, იგი გერმანელ კოლეგებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

„ვინაიდან გერმანია ფედერალური ქვეყანაა, ცალკეული ფედერალური მიწების სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობას, არსებული ვითარების გაცნობას, გამოცდილების გაზიარებასა და ინფორმაციის გაცვლას დიდი მნიშვნელობა აქვს.

გერმანიაში საქართველოს თუნდაც ერთი მოქალაქის მიერ ჩადენილი დანაშაულიც კი უკვე ჩვენი ქვეყნის პრობლემაა და მის იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს. ამიტომ, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ პრობლემის დასაძლევად. საჭიროა პრიორიტეტების განსაზღვრა, საერთო პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების დასახვა,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს შს მინისტრი პირადად

შეხვდა გერმანიის უკვე 6 ფედერალური მიწის შს მინისტრებს.თავის მხრივ, თომას შტრობლმა ქართულ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით, საგამოძიებო სფეროში, მაღალი შეფასება მისცა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატა.მხარეები დანაშაულთან ბრძოლის კუთხით პრევენციული ზომების გაძლიერებაზე, ინფორმაციისა და სამუშაო ჯგუფების სისტემატურ გაცვლაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა და თომას შტრობლმა ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბადენ–ვიურტემბერგის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, გაციფროვნებისა და მიგრაციის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს“, რომელიც დანაშაულის აღკვეთისა და მასთან ბრძოლის სფეროში შესაბამის უწყებებს შორის საპოლიციო თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42