გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის ვიცე-პრემიერს, მიხაილ რუსის შეხვდა
პოლიტიკა - 19:44, 31 Aug, 2016     1457

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის ვიცე-პრემიერს, მიხაილ რუსის შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა თბილისში.

გიორგი კვირიკაშვილმა და მიხაილ რუსიმ ისაუბრეს იმ პოტენციალზე, რაც საქართველოსა და ბელარუსს შორის ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებობს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ბელარუსის ბაზარზე ქართული მინერალური წყლისა და ღვინის ექსპორტის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივები.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობის როლს, რომლის რიგით მესამე სხდომა, ბელარუსის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ხვალ გაიმართება.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული ურთიერთობები. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი კიდევ უფრო განამტკიცებს ეკონომიკურ თანამშრომლობას ქვეყნებს შორის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბელარუსის რესპუბლიკის პირველ მასშტაბურ ეროვნულ გამოფენას, რომელიც ხვალ გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ბელარუსული საწარმოები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველო-ბელარუსის ერთობლივი საწარმოს მიერ აწყობილი ტრაქტორები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბელარუსის ვიცე-პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42