ვიქტორ დოლიძემ ხაზი გაუსვა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას და იმ მნიშვნელოვან გარემოებას რომ როგორც წესი, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ერთმანეთისგან განუყოფელია და ერთმანეთის შემადგენელი ნაწილია. არ შეიძლება ეს პროცესი შეფასდეს,როგორც მხოლოდ ან საგარეო ან უსაფრთხოების პოლიტიკა და პირველ რიგში ორიენტირი აღებული უნდა იქნას შიდა პრობლემების მოგავრებაზე - ,,ჩვენ შიგნით უნდა გავხდეთ ევროპული ქვეყანა, შემოვიტანოთ რეალური ევროპული განათლება, ჩვენ უნდა ვაშენოთ რეალურად ევროპული ინსტიტუტები, დემოკრატია. ჩვენ ჩვენივე ამომრჩეველს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ უკეთესი ცხოვრების პირობები შეიქმნან, შევუქმნათ უკეთესი ეკონომიკური პირობები, რომ ნებისმიერი ხელშეკრულება, ეს იქნება საერთაშორისო დონეზე, იგივე ასოცირების ხელშეკრულება თუ ნატოსთან ხელმოწერილი უნდა იყოს გამაგრებული კონკრეტული შინაური საქმით. ჩვენ “თავისუფალმა დემოკრატებმა” ძალიან კარგად ვიცით როგორ შევასრულოთ ეს ამოცანები, მათ შორის, როგორ ვაწარმოოთ ეკონომიკური დიპლომატია. როგორ მოვიზოდოთ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია. ეს სიკეთე, რომელიც იგივე ასოცირების შეთანხმებაში, ნატოსთან წინ გადადგმულ ნაბიჯებში იგულისხმება უნდა შევიტანოთ თითოეულ ოჯახში, ეს უნდა იყოს ნომერ პირველი ამოცანა, რომელიც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ინტეგრაციულ პროცესებსაც. ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით, მათ შორის ხელისუფლებაში ყოფნის თუ არ ყოფნის პერიოდებში. მე დღესაც გახლავართ ევრონესტის აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი და ყოველთვის ვცდილობდი, იმას რომ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამოვსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ვიყავი“ , - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






