,,რატომ უნდა დამეყენებინა კითხვის ნიშნის ქვეშ არაღიარების პოლიტიკა“ - პრეზიდენტი რეფერენდუმზე უარს განმარტავს
პოლიტიკა - 18:34, 31 Aug, 2016     1325
რატომ შეიძლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს 2002 წლის რეფერენდუმი და არალეგიტიმური იყოს რეფერენდუმი, რომლის ჩატარებაც საზოგადოების ერთი ნაწილი ითხოვდა - ამ კითხვით მიმართა ერთ-ერთმა სტუდენტმა საქართველოს პრეზიდენტს ზუგდიდში მესხიას სახელობის უნივერსიტეტში შეხვედრაზე.

საუბარია საინიციატივო ჯგუფის მიერ რეფერენდუმის მოთხოვნაზე, რომელიც ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციით განსაზღვრას უკავშირდებოდა. ცესკოში განაცხადი ამის შესახებ სანდრო ბრეგაძემ, სოსო მანჯავიძემ და ზვიად ტომარაძემ მიმდინარე წლის 13 მაისს შეიტანეს.

,,ნატოსთან მიმართებაში არ ჩატარებულა რეფერენდუმი, ეს იყო პლებისციტი. როდესაც ჩატარდა რეფერენდუმი დეპუტატების რაოდენობასთან დაკავშირებით, შემდეგ უკვე მათი რაოდენობის შემცირება არ მომხდარა ამ რეფერენდუმიდან გამომდინარე, არამედ ბევრი ხნის შემდეგ მოხდა საკონსტიტუციო ცვლილება. კარგია, რომ ეს დეტალები იცოდეთ, რადგან არც მაშინ იქნა გათვალისწიებული რეფერენდუმის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, როგორც ამას კანონი ითხოვდა“ - მიმართა პრეზიდენტმა სტუდენტებს.

გიორგი მარგველაშვილმა იმ განსხვავებაზეც ისაუბრა, რომელიც მაშინ ჩატარებულ რეფერენდუმსა და დღეს არსებულ ვითარებს შორის იყო, რომელიც ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშიდება.

,,მაშინ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ჰქონდა აღიარებული. ეს ტრაგიკული და ისტორიული უკუღმართობა, რომელსაც ჩვენ აუციელბლად გამოვასწორებთ მოხდა 2008 წლის აგვსიტოს შემდეგ. მაშინ ასე მძიმედ არ იდგა არაღაირების პოლიტიკის გაღრმავება. ეს არის ჩვენი მთავარი საგარეო ვექტორი და მას არაფრით არ უნდა შევუქმნათ პრობლემები“ - განაცხადა მარგველაშვილმა და კანონმდებლებს მოუოწდა, უმჯობესი იქნება მოხდე კანონის შეცვლა, რომელიც შესაბამისობაში მოვა ქვეყნის წინაშე მდგარ უმთავრეს პრობლემასთან.

,,მინდა დავაზუსტო, რომ მე მომხრე ვარ რეფერენუდმების ჩატარების და არაერთი პოლიტიკოსი, ჩემი ნათქვამების კომენტირებისას არ ითვალისწინებს იმას, რომ მე ვთქვი მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც კარგი იქნება მათ გაიგონ - მე ვთქვი, რომ რეფერენდუმ კარგი მოვლენაა, მაგრამ იმისთვის, რომ ამან არ შეუქმნას სირთულე არაღიარების პოლიტიკას, რეფერენდუმის კანონში შესაცვლელია ის ფორმულირება რომელიც წერია, კერძოთ - რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. არაერთი კანონი იქნა სწორედ ამ ლოგიკით გასწორებული და არაფერი დაუშავდებათ ჩვენს პატოვცემულ კანონმდებლებს, თუ აქედან გამომდინარე შეცვლიან კანონს, მოიყვანენ შესაბამისობაში, არსებულ პრობლემულ ვითარებასთან და აქედან გამომდინარე გააკეთებნ შესაბამის დასკვნებს.

და ბოლოს, კითხვა, რომელიც იყო დასმული რეფერენდუმზე, მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ამ კითხვაზე გაცემული აქვს პასუხი სამოქალაქო კოდექსს. შესაბამისად, თუ სამოქალაქო ოკდექსი ისე განსაზღვრავს კითხვას, რომელიც იყო დასმული რეფერენდუმში, მაშინ რისთვის იყო დაგეგმილი ეს რეფერენდუმი და რატომ უნდა დამეყენებინა მე კითხვის ნიშნის ქვეშ არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ყველა ქართველი დიპლოლმატი თავგამოდებით ემსახურება.

საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს რაზეა საუბარი. როცა პოლიტიკოსები აკეთებენ ზედაპირულ შეფასებებს ჩემს მსჯელობაზე, მინდა ვუთხრა, რომ მოიყვანეთ შესაბამისობაში იმ მძიმე ვითარებასთან,რ ომელიც გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში“ - განაცხადა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42