მერიის წარმომადგენლები გამწვანების თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დარგის სპეციალისტებს ხვდებიან
პოლიტიკა - 18:15, 31 Aug, 2016     1121
შეხვედრის მთავარი განსახილველი თემაა თბილისის გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების განვითარებისა და შენარჩუნების საკითხები, ასევე ახალი გამწვანებული ტერიტორიების მოწყობის, მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირების მიზნით სამართლებრივი აქტების პროექტის შემუშავება.

მხარეები მსჯელობენ ასევე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავების შესახებ.

რაც შეეხება „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლების შეხვედრაზე დასწრებას, შეხვედრაზე სხვადასხვა ორგანიზაციებიდან დაშვებული იყო თითო წარმომადგენელი, თუმცა „პარტიზანული მებაღეობის“ წევრებმა ხუთი წევრის დაშვება მოითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს.

შეხვედრას ესწრებიან გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა ძაძამია; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი გაგოშიძე; გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი, გიორგი ქავთარაძე; ასოციაცია ,,ელკანას’’ წარმომადგენელი მანანა გიგაური; კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN-ის წარმომადგენელი მელანო ტყაბლაძე; პროფესიონალთა გაერთიანება ხის მოვლისათვის საქართველოში - დავით სამხარაძე; ლანდშაფტის არქიტექტორთა ასოციაცია ,,კრეატოპიას’’ პრეზიდენტი ნინო შენგელია; უსაფრთხო სივრცის ხელმძღვანელი ანა გაბრიაძე; საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი; საკრებულოს დეპუტატები, რატი იონათამიშვილი და სოსო მანჯავიძე; კავშირი ,,მწვანე სარტყელის’’ დირექტორი გოჩა ამირეჯიბი, ორგანიზაცია ,,ჩემი ქალაქის’’ დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის პროფესორი ილია ფალავანდიშვილი. თბილისის მერი, დავით ნარმანია, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი, იურიდიული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოფო გიგანი, შპს ,,თბილსერვის ჯგუფის’’ დირექტორი, ლევან ჯღარკავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42