გიგლა აგულაშვილი ბორჯომის ე.წ პლატოს მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარული ჭრების მიმდინარეობას გაეცნო
პოლიტიკა - 17:37, 31 Aug, 2016     1601
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც ბორჯომის ე.წ პლატოს მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარული ჭრების მიმდინარეობას არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებთან და სხვა დაინეტერსებულ პირებთან ერთად გაეცნო.

სანიტარული ჭრები ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს.

სამცხე-ჯავახეთი და განსაკუთრებით ბორჯომის პლატო წარმოადგენს მბეჭდავი ქერქიჭამიას გავრცელების არეალს. მავნე მწერმა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა წიწვოვან კორომებს. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებას ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებით - ტერიტორიაზე განთავსებულია 5000 ცალი მწერსაჭერი, რომელთა მონიტორინგი სპეციალისტების მიერ პერმანენტულად ხორციელდება, მიუხედვად ბრძოლის ღონისძიებების შედეგად ხმობის ინტენსივობის კლებისა, საუკეთესო შედეგის მიღებისა და მავნებლის სრულად ლიკვიდიციისათვის აუცილებელობას წარმოადგენს ბრძოლის ღონისძიებების გაგრძელება, მათ შორის სანიტარული ჭრების განხორციელება, რაც რეკომენდირებულია სატყეო-პათოლოგიური შესწავლითა და 2015 წელს ბრძოლის ღონისძიების შეფასების დოკუმენტით.

2015 წელს პლატოს ტერიტორიაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დახმარებით განხორციელდა სანიტარული ჭრა 1320 კბმ მოცულობით, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გაუნაწილდა, ხოლო, მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ დაქირავებული კომპანია 3400 კბმ-ს დაამზადებს და ჩააბარებს სააგენტოს, ხოლო სააგენტო მიღებულ მერქნულ რესურსს კანონმდებლობით დადგენილი წესით - ღია აუქციონის მეშვეობით განკარგავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42