"წაყენებული ბრალი ანტიკონსტიტუციურია" - ე.წ კაბელების საქმის ადვოკატები ომბუდსმენის დასკვნას ეხმაურებიან
პოლიტიკა - 15:39, 31 Aug, 2016     1123
ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებმა ომბუდსმენის დასკვნასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია ითქვას რომ ისინი არიან დაპატიმრებული სრულიად უსაფუძვლოდ.

ადვოკატების განმარტებით, სახალხო დამცველმა საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ მუხლი, რომელსაც საერთო სასამართლო ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობისას დაეყრდნო, ანტიკონსტიტუციურია.

"საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 182-ე მუხლი იძლევა მისი არასწორი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით გარანტირებულ უფლებას," - განმარტავს სოსო ბარათაშვილი.

ბარათაშვილის განცხადებით, მათ დღეს გადაეცათ საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნა ე.წ. კაბელების საქმეზე, სადაც ადვოკატის ინფორმაციით, წერია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მსჯავრდებულთათვის წაყენებული ბრალი, ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით დანაშაულის ჩადენა, საქმეში საერთოდ არ არის. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის არაკონსტიტუციური.

„სახალხო დამცველის დასკვნიდან პირდაპირ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ხუთი ადამიანი რომელიც დღეს არის მსჯავრდებული ე.წ. კაბელების საქმეზე და ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, გაფლანგვის ჩადენა, ისინი არიან დაპატიმრებული სრულიად უსაფუძვლოდ და თუ გავითვალისწინებთ კონტექსტს ამ საქმისა, ისინი არიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულნი,“-განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

სოსო ბარათაშვილის ინფორმაციით, სახალხო დამცველის დასკვნა ასევე უკვე გადაეგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეს განიხილავს.

ბრიფინგზე ადვოკატმა ლევან სამუშიამ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ხვალ ჩანიშნული პროცესი კიდევ ერთხელ არ ჩაშალოს. სამუშია ამბობს, რომ ომბუდსმენის დასკვნის სახით, დაცვის მხარეს ხელთ აქვს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი.

„სიტყვა სიტყვით სახალხო დამცველი ამბობს, რომ ანგარებითი მოტივის გარეშე არ შეიძლება დანაშაული, რასაც გვეუბნებოდა ბუგიანიშვილი და მურუსიძის სასამართლო, რომ არც ანგარებას აქვს მნიშვნელობა და ეს ხალხი არიან დამნაშავეები, სახალხო დამცველი ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლსაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ეს მსჯელობა. აქედან გამომდინარე მივმართავ იმ გუნდს, რომელსაც ეჭვი ეპარებოდა, წაიკითხონ სახალხო დამცველის დასკვნა და გააკეთონ ობიექტური და მიუკერძოებელი დასკვნები, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42