სანიკიძის თქმით, მის მიერ გაჟღერებული მოვლენები თამარ ბერუჩაშვილის მინისტრობისას მოხდა, თუმცა არაბული ქვეყნების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის სახელმწიფოდ აღიარების საფრთხის შესახებ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილსა და დავით უსუფაშვილს შეატყობინა.
გუბაზ სანიკიძის თქმით, საქართველოს დღევანდელ მთავრობას არ აქვს სამეზობლო პოლიტიკა, ხოლო მიხეილ ჯანელიძეს ისტორიაში ყველაზე სუსტ მინისტრად მიიჩნევს.
“ის საერთოდ არაფერ შუაში არ იყო იმიტომ, რომ ელემენტარულად ეს ამბები როცა ხდებოდა, ვგულისხმობ არაღიარების საკითხს, ის საერთოდ არ იყო მინისტრი, მაშინ მინისტრი იყო სხვა. ამიტომ კეთილი უნდა ენება მას და ჩემთან უნდა დაეზუსტებინა. დღეს მას ვთავაზობ მობრძანდეს პარლამენტში, იმიტომ, რომ მინისტრები მიეჩვივნენ ამას, რომ ქვეყნის უფროსები ჰგონიათ თავი. საქართველოში საგარეო და საშინაო პოლიტიკას განსაზღვრავს პარლამენტი, მობრძანდეს პარლამენტში და მე მას პირადად ჩავაყენებ საქმის კურსში“ - განაცხადა ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ
მასალის გამოყენების პირობები






