საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდების შედეგებზე კომენტარს აკეთებს. ჯეჯელავას განცხადებით, არ არსებობს პრობლემა, რადგან გამოცდა, რომელიც პრეტენდენტების 70-80%-ს ჩაჭრის, არ არის კარგი გამოცდა:
“ვფიქრობ, პრობლემა არ გვაქვს. გვაქვს კიდევ ერთი გამოცდის შედეგები. ჩემი პოზიცია ამ გამოცდებთან დაკავშირებით იცით. ჩემი აზრით, ნებისმიერი გამოცდა, რომელიც პრეტენდენტების 70%-80%-ს ჩაჭრის ან ბარიერს ვერ გადაალახინებს, მგონია, რომ არ არის კარგი გამოცდა. ეს დღეს უკვე იმდენად პრობლემა არ არის, როგორც იყო, რადგან ჩვენ მასწავლებლებს უკვე დავპირდით, რომ იქნება გამოცდის ბევრი ალტერნატივა. საგნის გამოცდა მხოლოდ ერთი მეთოდი იქნება, ასევე იქნება პედაგოგიკის უნარების გამოცდა, ადრე იყო და დავაბრუნებთ, ოღონდ ეს იქნება არჩევითი“, - აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდაზე გასული 17 137 აპლიკანტიდან გამოცდა წარმატებით მხოლოდ 3464 დასძლია, რაც საერთო ჯამში 20.21 %-ია. ზაფხულის გამოცდაზე სულ 22 700-ის აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული. თუმცა ტრადიციულად მაღალი იყო გამოცდაზე არ გასული პირების რაოდენობაც. წელს რეგისტრაცია გაიარა და გამოცდაზე არ გავიდა 5 500 პირი.
მასალის გამოყენების პირობები






