თეა წულუკიანის ინიციატივით ორი ქართველი პროკურორი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ერთწლიანი სამუშაო მივლინებით გაემგზავრა
პოლიტიკა - 13:51, 31 Aug, 2016     1192
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორი ქართველი პროკურორი ერთწლიანი სამუშაო მივლინებით გაემგზავრა.

თეა წულუკიანის მიერ 2016 წლის იანვარში დაწყებული მოლაპარაკების შედეგად სტრასბურგის სასამართლოსთან მიმდინარე წლის 21 ივლისს ხელი მოეწერა მემორანდუმებს სასამართლოში ქართველ პროკურორთა მივლინების შესახებ. თუკი ამ დრომდე მსგავსი სახის პროგრამაში მონაწილეობა მხოლოდ მოსამართლეებისთვის იყო ღია, მინისტრის პრიორიტეტია, რომ ამიერიდან მასში ქართველ პროკურორებსაც შეეძლოთ მონაწილეობა.

„მივლინების მიზანია, თანამშრომელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების გზით საქართველოს პროკურატურის ორგანოების ინსტიტუციური გაძლიერება და პროკურორთა საქმიანობაში ევროპული სტანდარტების დანერგვა“, − აცხადებს თეა წულუკიანი.

კანდიდატები საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე მიმდინარე წლის გაზაფხულზე შეირჩნენ. კონკურსის პირველ ეტაპზე მათ გაიარეს ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტირება ბრიტანეთის საბჭოს APTIS ტესტით, ხოლო მეორე ეტაპზე გადასულ საუკეთესო 5 კანდიდატს 18-19 აპრილს ჩაუტარდა გასაუბრება, შემოწმდა მათი ცოდნის დონე ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალში. 2016 წლის 27 აპრილს 2 კანდიდატი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წარედგინა.

კონკურსის შედეგად, გენდერული ბალანსის დაცვით, ორი კანდიდატი შეირჩა: საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი თამარ ზუბაშვილი და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლაშა მჭედლიშვილი. ორივე მათგანი მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მივლინების ფარგლებში მუშაობს იწყებს.

გადამზადებული პროკურორები მიღებულ გამოცდილებას საქართველოს პროკურატურის ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ, სადაც კონკურსის პირობების თანახმად, სულ მცირე, მომდევნო ორი წლის განმავლობაში გააგრძელებენ საქმიანობას.

„მჯერა, რომ პროკურატურის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ასეთი პროექტების დაფინანსების საქმეში, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მსგავსად, დონორი ორგანიზაციები ჩაერთვებიან; ამ ეტაპზე კი, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შესაძლებელი გახდა მხოლოდ ორი პროკურორის მივლინების, საცხოვრებელი და სხვა ყოფითი ხარჯების ფინანსური უზრუნველყოფა (132 326 ლარი), რაც პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით. ეს პროექტი პროკურატურის რეფორმის პროცესის ნაწილია. თუკი ორი პროკურორი წარმატებით გაართმევს თავს სტრასბურგის სასამართლოში მუშაობას, ისინი ცოდნის გასაღრმავებლად გზას გაუხსნიან თავიანთ კოლეგებს, რათა ისარგებლონ მსგავსი ტიპის მივლინებით“, − აცხადებს თეა წულუკიანი.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42