„პირველ რიგში მინდა სასიხარულო ინფორმაცია გამცნოთ, თურმე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყოლია“, - განაცხადა სანიკიძემ პრესკონფერენციის დროს.
„ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება, არ ეხებოდა კონკრეტულად მიხეილ ჯანელიძეს, ვინაიდან, როდესაც ეს პროცესები ხდებოდა, იმ დროს ჯანელიძე არ იყო მინისტრი. სანამ ის რაიმე განცხადებას გააკეთებდა, დამკავშირებოდა და გარკვეულიყო სიტუაციაში, იქნებ მე ვეუბნებოდი ყველაფერს. ვფიქრობ რომ ის ძალიან მორცხვი და გამოუცდელია. ასეთი სუსტი მინისტრი საქართველოს ჯერ არ ჰყოლია“.
სანიკიძემ აღნიშნა რომ ჯანელიძე არა საგარეო არამედ „შინაური“ მინისტრია. „ჩვენ გვყავს „ჩუსტებიანი“ მინისტრი, რომელიც სახლიდან არ გადის და, მგონი, ამაში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დამეთანხმება.“
გუბაზ სანიკიძის განცხადებით საქართველოს მთავრობას არ აქვს მკვეთრად განსაზღვრული სამეზობლო პოლიტიკის კურსი, რაც დიდ ზიანს აყენებს სახელმწიფოს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სასწარაფოა ამ ვითარების გამოსწორება.
„მე, არ უნდა ვასწავლიდე დიპლომიან მინისტრებს, როგორ უნდა იქცეოდნენ ასეთ სიტუაციაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, თუ ვინმეს საქმის ვითარებაში გარკვევა სურს, მე ამისთვის მზად ვარ. ეროვნული ფორუმი ყოველთვის მუშაობდა, მუშაობს და იმუშავებს ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე“.
შეგახსენებთ, გუბაზ სანიკძემ „რუსთავი 2“ - ის ეთერში განაცხადა, რომ მისი უშუალო ჩარევით აცილებულ იქნა ერთ-ერთ არაბულ ქვეყნებში აფხაზეთის აღიარების პროცესის დაწყება.
მასალის გამოყენების პირობები






