ლევან გოგიჩაიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
პოლიტიკა - 12:31, 31 Aug, 2016     1632
ლევან გოგიჩაიშვილი: „ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან მხოლოდ “ქართულ ოცნებას შეუძლია დაიცვას და გააუმჯობესოს ეს მონაპოვარი. “ქართული ოცნებაა” ერთადერთი უალტერნატივო ძალა დღეს, რომელსაც ხელეწიფება თავისი ცოდნით და ქვეყნის სიყვარულით უზრუნველყოს სწრაფი განვითარება, რომლისთვისაც უკვე შეიქმნა მყარი ნიადაგი.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

მორიგი შეხვედრა გაიმართა იოსებიძის, პეკინის, ბახტრიონის ქუჩის მოსახლეობასთან. ლევან გოგიჩაიშვილი ასევე გაესაუბრა ბუკიას ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს. მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს “ქართული ოცნების” სამომავლო გეგმები და ხედვები გააცნო.

“ ჩვენ გვაქვს ქვეყნის მართვის ის გამოცდილება, რომელიც რეალურ (და არა - პოპულისტურ და ვირტუალურ) პოზიტიურ შედეგებში არის ასახული. ამას საერთაშორისო ორგანიზაციები ერთხმად აღიარებენ.​

არაკოალიციური და ძირითადად ძალადობრივი რეჟიმის შეცვლაზე ორიენტირებული მრავალპარტიული გაერთიანება, როგორც ეს იყო 2012 წელს, არამედ უკვე ერთი ხედვით გაერთიანებული პრაგმატული პროფესიონალების განახლებული “ქართული ოცნება” შეძლებს მეტი წარმატების მიღწევას ბევრად მოკლე დროში. რადგან მართვის რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ კიდე უფრო ზუსტად დაგვანახა, რა სჭირდება ხალხს და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის, ოთხი წლის თავზე ჩვენ ყველა ერთად მივიღებთ ბევრად ძლიერ საქართველოს.” განახცადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ლევან გოგიჩაიშვილმა საერთაშორისო ურთიერთობებზეც ისაუბრა:

„რეალურად, დღეს ჩვენი კავშირები ბევრად უფრო მყარია ჩვენს პარტნიორებთან, დღეს საქართველოს ბევრად უფრო ენდობიან, ვიდრე ოდესმე. რეალურად გაჩნდა რწმენა საერთაშორისო არენაზე - საქართველოს შეუძლია იყოს დემოკრატიული და განვითარებული ქვეყანა, თავისუფალი წინა რეჟიმის მანკიერი ძალადობრივი პრაქტიკისგან“.

ჩვენი შემდეგი მმართველობა ორიენტირებული იქნება დაიცვას მოპოვებული თავისუფლება და უზრუნველყოს სწრაფი განვითარება“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42