ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომლის წაკითხვისას აუცილებლად შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ თავდავიწყებით შეყვარებულია. თუმცა თუ სტატუსს ბოლომდე ჩაუყვებით სრულიად საწინააღმდეგო ფაქტის წინაშე აღმოჩნდებით. „ასე სიგიჟემდე, თხემით ტერფამდე, სუნთქვის შეჩერებამდრ არავინ მყვარებია! ჩემი სუნთქვა ხარ, ჩემი სული და გული, ჩემი ცხოვრების არსი, შემიძლია ასი ათასჯერ გაგიმეორო, როგორ მიყვარხარ, მიყვარხარ და მეტირება ამ გრძნობისგან, ჩემი ჩემი სიცოცხლე და მარადიული სიყვარული ხაარრ, მიყვარხარ, მიყვარხააარ!
ჰოდა, ღმერთო, გთხოვ ისე ნურავის შემაყვარებ, რომ აი ასე გამოვთაყვანდე და ფეისბუქ კვნესა-გოდება მოვრთო მსგავს მძიმე ფორმებში, კი არა და ნებისმიერი ფორმით
უხერხულობისგან მიწა მისკდება ხოლმე, სხვისას რომ ვხედავ და მე რომ დავწერო, ალბათ იქვე გავცამტვერდები. კითხვაზე - რას ვერ ვაპატიებდი საყვარელ ადამიანს, პასუხია: აი ასეთ სტატუსს!!!“- წერს გურამ შეროზია ფეისბუკის პირად გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






