თემას რესპუბლიკური პარტიის ლიდერი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამოვარდნილია ყოველგვარი პოლიტიკური განზომილებიდან, როდესაც პოლიტიკური პარტია ადამიანებს ჰპირდება სოციალური დახმარების მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას.
"ჩვენი ყველას ამოცანა უნდა იყოს მოსახლეობას შევთავაზოთ მეტი დასაქმების პროგრამა, რომ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდეს შემოსავალი. სოციალური დახმარებ ეს არის ყველაზე უკიდურესი ფორმა. რაც ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ბურჭულაძისგან სხვა არაფერია, თუ არა შეხმიანება იმ ადამიანებისთვის რომლებიც ამბობენ, რომ სოციალური დახმარება მაინც დამინიშნონ თუ არაფერი შემიძლიაო. ეს უბრალოდ სირცხვილია, მე ვფიქრობ, რომ ასეთ განცხადებებს პოლიტიკური პარტიები არ უნდა აკეთებდნენ. ის ნამდვილად რეკორდსმენია 25 წლიან ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში - ასეთი რამ, რომ გაგაღარიბებთ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ შეპირებია არავის,“ - აცხადებს თინა ხიდაშელი.
მასალის გამოყენების პირობები






