ცესკო საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის საკითხზე განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 19:43, 30 Aug, 2016     1649

ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომელთაც ცესკოს №60/2016 დადგენილების საფუძველზე მიენიჭათ უფლებამოსილება საპარლამენტო არჩევნებში ისარგებლონ იმავე რიგითი ნომრით, რომლის სარგებლობის უფლებაც მინიჭებული ჰქონდათ ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში.

როგორც ცესკოს განცხადებაშია ნათქვამი, "საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიზნებისთვის, როგორც საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალა, ისე საერთო ეროვნულ ან/და ადგილობრივ მაუწყებელებში განთავსებული ფასიანი და უფასო რეკლამა არ უნდა შეიცავდეს იმ რიგით ნომერს, რომლის გამოყენების უფლება შესაბამის საარჩევნო სუბიექტებს, ამავე დადგენილების შესაბამისად, აქვთ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ჩატარდება წილისყრის პროცედურა ყველა შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისთვის და გამოიცემა რიგითი ნომრების შესახებ ცესკოს განკარგულება.

სოციალური და სხვა მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია ზემოაღნიშნული წესის სავარაუდო დარღვევების შესახებ, როგორც ბლოკი "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“-ს, ისე ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ.

შესაბამისად, მოვუწოდებთ აღნიშნულ საარჩევნო სუბიექტებს, დაიცვან თანაბრობის პრინციპი და გაითვალისწინონ, - იმის მიუხედავად, რომ რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს/ბლოკებს ამ ეტაპზე ოფიციალურად არ წარუდგენიათ საარჩევნო ადმინისტრაციაში პარლამენტის წევრობის კანდიდატები, ისინი, როგორც რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ვალდებული არიან დაიცვან საკანონმდებლო მოთხოვნები და სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცესკო ასეთ ფაქტებს, დადასტურების შემთხვევაში, განიხილავს, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღვევას".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42