საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნაა და ამ მაჩვენებლით 118 ქვეყანას შორის მესამე ადგილზეა
პოლიტიკა - 17:25, 30 Aug, 2016     1584
2016 წლის პირველი ნახევრის დანაშაულის ინდექსით (Crime Index for Country 2016 Mid Year) საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება და ამ მაჩვენებლით 118 ქვეყანას შორის მესამე ადგილზეა. რეიტინგი კვლევით მონაცემთა ბაზაზე (NUMBEO) დაყრდნობით მომზადდა. ზემოთ მითითებულ ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით საქართველოში დანაშაულის ინდექსმა 19.26, ხოლო უსაფრთხოებისამ 80.74 შეადგინა. საქართველოს, როგორც დანაშაულის სიმცირის, ისე უსაფრთხოების მაღალი დონის მიხედვით რეიტინგში მხოლოდ სამხრეთ კორეა და სინგაპური უსწრებს.

ბოლო 4 წლის განმავლობაში სისხლის სამართლის პოლიტიკის ეტაპობრივი რეფორმირებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტური მუშაობის შედეგად, საქართველო დანაშაულის ინდექსის შეფასებაში ყოველწლიურად იუმჯობესებდა პოზიციას, წელს კი ჩვენმა ქვეყანამ პირველ სამეულში გადაინაცვლა. ეს მონაცემები უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს და ტურიზმის ხელშეწყობისთვის. ამასთან, რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საქართველოს დასახელება ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სამეულში ქვეყნის სწორი და მდგრადი განვითარების შედეგია.

კვლევითი მონაცემების დამუშავება ხდება შესაბამის ვებგვერდზე (www.numbeo.com) მომხმარებლების მიერ შევსებული სპეციალური კითხვარებით. კითხვები მორგებულია გამოკითხვაში მონაწილე პირთა მიერ დანაშაულის დონის აღქმაზე და ყურადღება გამახვილებულია მათი აღქმით ქვეყანაში როგორც კორუფციის პრობლემაზე, ისე უსაფრთხოებაზე, აგრეთვე ისეთი დანაშაულების არსებობაზე, როგორიცაა ძარცვა, მანქანის გატაცება, ქურდობა, ნარკოტიკული დანაშაულები და სხვა.

2016 წლის დასაწყისში ამავე კვლევის მიხედვით საქართველო 117 ქვეყანას შორის მეექვსე ადგილს, 2015 წლის მონაცემებით 120 ქვეყანას შორის - მეშვიდე ადგილს, 2014 წელს კი 139 ქვეყანას შორის - მე-8 ადგილს იკავებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის, აგრეთვე კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ არაერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნაბიჯი გადაიდგა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სისხლის სამართლის სისტემის რეფორმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოების თავმჯდომარე უწყებას, აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში საკვანძო როლი აკისრია.

2014-2016 წლებში განხორციელდა სასამართლოს, პროკურატურისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმა, მიღებულ იქნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში განმტკიცდა შეჯიბრობითობის პრინციპი, გაიზარდა დაზარალებულის დაცვის სტანდარტი, კანონმდებლობით უზრუნველყოფილ იქნა საპროცესო შეთანხმების დადების ნებაყოფლობითი ხასიათი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი გახდა წინასწარი პატიმრობის მარეგულირებელი ნორმები და საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიცვალა მოწმის დაკითხვის წესი.

კორუფციის პრევენციის კუთხით იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით დაიხვეწა ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მექანიზმი, გაძლიერდა ანტიკორუფციული საბჭო, დაიხვეწა კანონმდებლობა მამხილებელთა დაცვის კუთხით და განხორციელდა სხვა მნიშვნელოვანი რეფორმები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42