დიმიტრი ქუმსიშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
პოლიტიკა - 17:19, 30 Aug, 2016     972
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ავსტრიული ინვესტიციით აშენებული ლოგისტიკური ცენტრის „გებრუდერ ვაისის“ ტერიტორიაზე გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეულ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ პირველი პირებისგან მიეღოთ პასუხები შეკითხვებზე, რომელიც მათ გააჩნდათ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების თაობაზე.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს აქვს როგორც იმპორტ-ექსპორტის, ასევე წარმოებისა და გადამუშავების მიმართულებით. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, შეხვედრაზე დასახელებული ყველა მნიშვნელოვან იდეას სათანადო ყურადღება მიექცევა.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ცოდნისა და კვალიფიკაციის დეფიციტია. ამდენად, მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი გეგმის დუალური განათლების ნაწილი აუცილებლად წარმატებული უნდა იყოს. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრაქტიკულად ყველა მეწარმემ აღნიშნა, რომ როგორც წარმოების, ისე სერვისის მიწოდების ნაწილში პროფესიონალების ნაკლებობაა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოს დახმარება მნიშვნელოვანია.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. ერთერთი ასეთი შეხვედრა ტრანსპორტის სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართება, რომლის დროსაც აღნიშნულ სფეროში არსებული ვითარებასა და მიმდინარე რეფორმებს განიხილავენ. ასევე გაიმართება მიზნობრივი შეხვედრები, რომლის დროსაც საუბარი წარიმართება საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს პოპულარიზების, მათ შორის, ქართული სამზარეულოსა და ქართული ყველის პრომოუშენის საკითხებზე.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, სექტემბერში დაგეგმილია კიდევ ერთი შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეხვედრის თანაორგანიზატორი სავაჭრო-სამრეწველო პალატა იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42