გერმანული პრესა გიორგი მღებრიშვილის ვიზიტს აშუქებს
პოლიტიკა - 16:53, 30 Aug, 2016     1502
გერმანული პრესა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტს ეხმიანება. საქსონიის ფედერალური მიწის შს მინისტრისა და საქართველოს შს მინისტრის შეხვედრას სტატიას უძღვნის გერმანული გამოცემა „Bild“. სტატიაში, სათაურით

„შეთანხმება საქართველოს პოლიციასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ დადებულია“, ნათქვამია, რომ დრეზდენს სურვილი აქვს, მომავალში კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან, მათ შორის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, სამართალდამცველებისთვის საპოლიციო განათლებისა და დამატებითი მომზადების კუთხით და ასევე, უარით გასტუმრებული ე.წ. თავშესაფრის მაძიებლების რეადმისიის მიმართულებით.

საქსონიის ტელევიზია „Sachsen Fernsehen“ იუწყება, რომ “საქსონიის შინაგანსაქმეთა მინისტრი მარკუს ულბიგი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დრეზდენში მივიდნენ შეთანხმებამდე, გააძლიერონ ურთიერთთანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში“. „ჩემს ქართველ კოლეგას სწრაფად დავეთანხმე იმ საკითხში, რომ საპოლიციო მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობა ორივე მხარისათვის სარგებლის მომტანია. ეს ეხება დანაშაულის პრევენციის მიმართულებით გამოცდილებების გაზიარებას, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას თუ საპოლიციო განათლების მიმართულებით თანამშრომლობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვაქვს, კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობები საპოლიციო უწყებებს შორის უაღრესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საქსონიის ფედერალური მიწის შს მინისტრმა.

საქსონიის სამთავრობო, ოფიციალური ინტერნეტგვერდის მედიასერვისი ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გიორგი მღებრიშვილმა და მარკუს ულბიგმა, სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, გერმანიაში საქართველოდან ე.წ. თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემაზეც იმსჯელეს, რომლებიც ამ საკითხის განხილვის ევროკავშირში მოქმედ, გახანგრძლივებულ პროცედურებს იყენებენ, როგორც შესაძლებლობას, დარჩნენ ქვეყანაში და სხვადასხვა დანაშაულებრივი საქმიანობით დაკავდნენ. „ შევთანხმდით, რომ „თავშესაფრის მაძიებლების“ რეადმისიის მიმართულებით ჩვენს შორის უკვე არსებული, ძალიან კარგი თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ეს მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართველი ე.წ. თავშესაფრის მაძიებლების მიღების კვოტა საქსონიაში ნულს უტოლდება, ფედერაციის მასშტაბით კი, 2015 წლისთვის - 0,3 პროცენტი იყო,“- აცხადებს მარკუს ულბიგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42