OSCE/ODIHR სადამკვირვებლო მისია ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
პოლიტიკა - 16:37, 30 Aug, 2016     1468

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან და წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ უკვე განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები განიხილეს. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. თამარ ჟვანიამ დელეგაციის წევრებს ამომრჩეველთა განახლებული სიის, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო. OSCE/ODIHR-ი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას დღეიდან იწყებს. ეს არის გრძელვადიანი მისია, რომელიც დააკვირდება როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების მიმდინარეობას. OSCE/ODIHR-ის გრძელვადიან მისიაში წარმოდგენილი იქნება 26 დამკვირვებელი 15 ქვეყნიდან, ხოლო უშუალოდ არჩევნებს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება. დღევანდელ შეხვედრას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრ კელჩევსკი, ხელმძღვანელის მოადგილე მეგან ფიცჯერალდი, მრჩეველი ალექსი ლიჩკოვახი, გრძელვადიან დამკვირვებელთა კოორდინატორი კერსტინ დოქტერი, ანალიტიკოსი საარჩევნო საკითხებში ვანია ანგუელოვა, ანალიტიკოსი იურიდიულ საკითხებში ენირა ბრანიცსკაია და ანალიტიკოსი პოლიტიკურ საკითხებში დიმაშ ალჟანოვი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42