პედაგოგთა გამოცდების კატასტროფული შედეგები - ,,განათლების სისტემა დაბრუნდა 90-იან წლებში“
პოლიტიკა - 15:15, 30 Aug, 2016     4971

2016 წლის ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდაზე გასული 17 137 აპლიკანტიდან გამოცდა წარმატებით მხოლოდ 3 464 დასძლია, რაც საერთო ჯამში 20.21 %-ია. ზაფხულის გამოცდაზე სულ 22 700-ის აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული. თუმცა ტრადიციულად მაღალი იყო გამოცდაზე არ გასული პირების რაოდენობაც. წელს რეგისტრაცია გაიარა და გამოცდაზე არ გავიდა 5 500 პირი.

„ნიუპოსტი“ აღნიშნულის შესაფასებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა. შაშკინი პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდების შედეგებს კატასტროფულს უწოდებს და საუბრობს სამ მიზეზზე, რომელმაც ასეთი დაბალი პროცენტული მაჩვენებელი გამოიწვია:

„პედაგოგთა ტესტირების მაჩვენებლები არის ძალიან მძიმე, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის პედაგოგების ბრალი. ამის სამი მიზეზი არსებობს.

პირველი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ 2012 წელს თამაშობდა ამ საკითხთან დაკავშირებით და აგზავნიდა მესიჯებს პედაგოგებთან, რომ სასერტიფიკაციო გამოცდები გაუქმდებოდა, რაც ბუნებრივია, მაშინვე იყო ტყუილი და პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

მეორე მიზეზი არის ის, რომ როდესაც ჩვენ შემოვიღეთ სასერტიფიკაციო გამოცდები, ვთქვით, რომ გამოცდა არ არის თვითმიზანი, ეს არის ერთ-ერთი საფეხური იმისათვის, რომ მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დავხმარებოდით. სანამ ჩვენ დავიწყებდით ამ გამოცდებს, ჩვენ ძალიან ბევრი ფული ჩავდეთ პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაში. ჩვენ ეს პროგრამა დავიწყეთ 2011 წელს, 2012 წელს ამ ხელისუფლებას ერთ წელიწადში 60 ათასი პედაგოგიდან 26 ათასი სერტიფიცირებული პედაგოგი დავუტოვეთ ანუ 1/3-ზე მეტი პედაგოგი უკვე იყო სერტიფიცირებული. ეს ხელისუფლება არ დებს ფულს პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაში. ამ ხელისუფლებამ გააჩერა მასწავლებლების სახლების მშენებლობა საქართველოს მასშტაბით და გვაქვს მხოლოდ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, თბილისი და ქუთაისი. უკვე დაძრული პროექტები გააჩერეს. მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის წლიური ბიუჯეტი, რაც ჩვენ დავუტოვეთ, არის 26 მილიონი ლარი, ეს თანხა იხარჯება ამ ცენტრის თანამშრომლების ვოიაჟებში ევროპაში და ყავის სმაში.

მესამე მიზეზი კი არის ის, რომ საქართველოში ამ ხელისუფლებას სამწუხაროდ არ გააჩნია განათლების სისტემის განვითარების არავითარი ხედვა. ყველა რეფორმა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ განათლებაში, არის განადგურებული და ამ ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ განათლების სისტემა დააბრუნდა 90-იან წლებში“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42