ლევან სამუშია: მოვუწოდებ თბილისის მერიას, ასევე გამგებელს, დროულად გამოფხიზლდნენ და დაინტერესდნენ მოქალაქეების პრობლემებით
პოლიტიკა - 14:34, 30 Aug, 2016     1431
„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან სამუშია ზაჰესის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ზაჰესის მოსახლეობა ქალაქის მერიიდან და არჩეული მაჟორიტარი დეპუტატებისგან სრულიად მიტოვებულია და აწუხებთ მრავალი საყოფაცხოვრებო პრობლემა. ზაჰესის დასახლების ქუჩებზე არ არის საკანალიზაციო გაყვანილობები. ასევე მოსახლეობას აწუხებს საგზაო პრობლემები და საჭიროების შემთხვევაში, გამოძახების დროს ვერ მიდის სასწრაფო დახმარება. ასევე არ არის კორპუსებში ლიფტები. ზაჰესის დასახლებაში მცხოვრებლების ინფორმაციით, მათ მრავალჯერ მიმართეს მაჟორიტარ დეპუტატს, ასევე თბილისის მერიას, თუმცა მათი პრობლემები კვლავ გადაუჭრელია.

‘’ამ ტერიტორიაზე კანალიზაცია პირდაპირ მოედინება ქუჩებში და შედის საცხოვრებელი სახლების ეზოებში. მოსახლეობას პირბადეებით უწევს გადაადგილება, არაფერი რომ არ ვთქვათ ბავშვბზე, რომლებიც ანტისარიტარიულ პირობების გამო ეზოშიც კი ვერ თამაშობენ. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ხალხი კვლავ მიტოვებულია.

მოვუწოდებ თბილისის მერიას, ასევე გამგებელს, დროულად გამოფხიზლდნენ და დაინტერესდნენ მოქალაქეების პრობლემებით“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42