თამარ ამაშუკელი - სტურუას საქმეს სისტემა შეგნებულად აფარებს ხელს!
პოლიტიკა - 14:30, 30 Aug, 2016     1379

,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ პრესსპიკერმა თამარ ამაშუკელმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა, რომელზეც ხაზგასმით ისაუბრა იმის შესახებ, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით. კონკრეტულად კი დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძის საქმეს ამაშუკელის აზრით სისტემა შეგნებულად აფარებს ხელს. ამის საფუძველს კი იძლევა ის მტკიცებულებები, რომლებიც უკვე იქნა წარმოდგენილი გოდერძი თევზაძის ბრალეულობის დასამტკიცებლად. თამარ ამაშუკელმა ხაზი გაუსვა ქართული ოცნების მოუქნელ ნარკოპოლიტიკას და სისტემურ პრობლემებს, რომელსაც რეპრესიული და მანკიერი შეფასება მიანიჭა.

‘’,,თავისუფალი დემოკრატები“მოვითხოვთ გამოძიება ჩატარდეს მასშტაბურად და სრულყოფილად, რადგან მიგვაჩნია რომ მხოლოდ ერთი ბრალდებული პოლიციელი დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას სტურუასთან ასეთი უკანონო ქმედების შესახებ. შესაძლოა და არსებობს ალბათობის მაღალი ხარისხი იმისა, რომ საქმის კურსში ყოფილიყვნენ მისი ზემდგომი პრები. საქმეში სწორედ მათი როლი უნდა გამოიკვეთოს და დადგინდეს იყვნენ თუ არა ჩართული თევზაძის ზემდგომი პირები სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში.

ფაქტი რომ ამდენი ხანი კონკრეტული პიროვნება, რომელზეც არა მარტო საფუძვლიანი ეჭვი, არამედ მისი ბრალეულობის შესახებ საკმარისი მტკიცებულებებიც კი იყო წარმოდგენილი, არ იქნა დაკავებული და მას მიეცა შესაძლებლობა მიმალვოდა გამოძიებას. ყველაფერი ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს რომ სისტემამ მას ხელი დააფარა.

დემურ სტურუა არის მსხვერპლი არა მარტო კონკრეტული სამართალდმაცავისა , რომელიც სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს არამედ , მანკიერი , რეპრესიული სისტემისა, რომლის რეფორმირება აუცილებელი სამართლებრივი, დემოკრატიული სახლემწიფოს მშენებლობისთვის. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ის ნარკოპოლიტიკა, რომელისაც აგრძელებს ქართული ოცნება. ეს არის სრულიად ანტი ჰუმანური, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა რომლის შეცვლა ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიზანია“, - განაცხადა თამარ ამაშუკელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42