თამაზ ნადარეიშვილის გახსენება
პოლიტიკა - 14:03, 30 Aug, 2016     1860
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თამაზ ნადარეიშვილის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს:

12 წლის წინ, 30 აგვისტოს აფხაზეთის პრობლემების მოგვარების პოლიტიკურ შტაბის რიგებს გამოაკლდა გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის საზოგადოების აღიარებული პოლიტიკური ლიდერი, შეუვალი და უკომპრომისო წინამძღოლი, თანამემამულეების ბედზე მოფიქრალი და მათი გაჭირვების მოჭირნახულე, უშიშარი, გამოცდილი და თავმდაბალი თანამებრძოლი.

ამბობენ, ადამიანი სანამ უყვართ და ახსოვთ, არ კვდებაო!

გვიყვარს, გვახსოვს, მაგრამ მაინც გვაკლია....

თამაზ ნადარეიშვილის სახით ქვეყანას დააკლდა დიდი პიროვნება, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელმძღვანელი, ოჯახმა დაკარგა მზრუნველი და მოსიყვარულე თავკაცი, სამეგობრომ- გვერდში მდგომი ღირსეული მეგობარი, აფხაზეთის საზოგადოებამ - მათ აწმყოსა და მომავალზე მოფიქრალი, აფხაზეთის დაბრუნებისთვის თავდადებული მებრძოლის სიმბოლოდ ქცეული წინამძღოლი, აფხაზეთის ომის ვეტერანებმა - მათთან ერთად ბრძოლებში გამობრძმედილი, მათი ქომაგი და ყოველთვის საბრძოლველად შემართული სარდალი.

ბატონ თამაზს გულწრფელად სჯეროდა აფხაზეთში დაბრუნების. მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მიზანი ქვეყნის გამთლიანება და აფხაზეთში დაბრუნება იყო და ამ მიზანს ემსახურებოდა სიცოცხლის ბოლო წუთამდე დიდი შრომის ფასად. თამაზ ნადარეიშვილის მოღვაწეობის პერიოდი ისტორიამ ჩაიწერა, როგორც აფხაზეთის დაბრუნებისთვის ყველა საერთაშორისო არენაზე შეუვალი ბრძოლის ეპოქა.

”... მიუხედავად დევნილთა მძიმე ყოფისა, ჩვენი მოსახლეობა, მისი ლეგიტიმური ხელისუფლება სულით არ გატეხილა, არცერთი ჩვენგანი არ შერიგებია აფხაზეთის დაკარგვას, სწორედ ამან შეგვაძლებინა მსოფლიოში უპრეცედენტო დევნილი ხელისუფლების აღდგენა და დევნილ მოსახლეობაზე მზრუნველობა. როგორი მართალიც არ უნდა ვიყოთ საკუთარ სინდისთან და დევნილი მოსახლეობის წინაშე, უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლებისგან ისინი კმაყოფილი მხოლოდ მაშინ იქნებიან, როდესაც თავიანთ სახლ-კარს დაუბრუნდებიან აფხაზეთში, მანამდე ყველა ჩვენგანის ვალია არ გვეწყინოს მათი გაცხარება, პირიქით, გავიზიაროთ დევნილთა განწყობა და ნებისმიერი საშუალებით ვიზრუნოთ, შევქმნათ ის მინიმალური პირობები, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური და სულიერი გადარჩენისათვის.”

თამაზ ნადარეიშვილის გამოსვლიდან საქართველოს

პარლამენტის სხდომაზე, ქ. თბილისი, 2000 წელი.

”...ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოს დაქუცმაცებას, ისტორიულად მისგან განუყოფელი აფხაზეთის დათმობას და მოვითხოვთ, რომ აფხაზეთი იყოს ერთიანი, დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფოს სუბიექტი, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად გარანტირებული ექნება ფართო ავტონომიური უფლებები, ცენტრისგან მაქსიმალურად გამიჯნული უფლებამოსილებით, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებით, ერთი სიტყვით, ყველა იმ ნორმის დაცვით, რასაც საერთაშორისო სამართალი ითვალისწინებს ერთიანი სახელმწიფოს საზღვრებში. ”

თამაზ ნადარეიშვილის გამოსვლიდან ეუთოს სხდომაზე, ქ.ვენა, 1998 წელი.

”....აფხაზეთის მოვლენებზე ჩემი პოლიტიკური შეფასება ასეთია: ეს იყო სამხედრო პოლიტიკური კონფლიქტი, რომელიც გამოყენებულ იქნა ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიერ საქართველოზე ზეწოლის განსახორციელებლად, მისი სახელმწიფოებრივი ორიენტაციის შეცვლის მიზნით. ეს კონფლიქტი შედეგია იმპერიული აზროვნებისა, რომელსაც შორს მიმავალი რეციდივი გააჩნია. ”


თამაზ ნადარეიშვილის მოხსენებიდან ნატოს

გაფართოებულ სხდომაზე, ქ. ბრიუსელი, 1999 წელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42