თბილისის მერმა გლდანის რაიონში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
პოლიტიკა - 11:08, 30 Aug, 2016     1478

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გლდანის რაიონის გამგებელ დიმიტრი ორმოცაძესთან ერთად გლდანის რაიონში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

სამუშაოების ფარგლებში, ავჭალაში, წყალსადენის ქუჩაზე, 2 800 კვ.მ ფართობზე გზის საფარი დაიგო და 1200 მეტრი სიგრძის ბორდიურები მოეწყო. სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობამ 165 000 ლარი გამოყო. აღნიშნულ ობიექტზე, ყოფილი სასტუმრო ,,ბახტრიონის’’ შენობაში, შიდა წყალ-კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაც არის დაგეგმილი. კორპუსში ამჟამად დევნილები ცხოვრობენ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობა, დაახლოებით, 47 000 ლარს გამოყოფს.

გარდა ამისა, თბილისის მერი დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო მუხიანშიც, სადაც დუმბაძისა და ნონეშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. ობიექტზე 2850 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და 1050 მეტრ სიგრძეზე ბორდიურები მოეწყო. აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის144 395 ლარი დაიხარჯა.

2920 კვ.მ ფართობზე გზის საფარი დაიგო, ასევე, მუხიანის მე-4 მ/რ-ის 26-ე, 27-ე, 28-ე, 38-ე და მე-40 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მთელს პერიმეტრზე 977 მეტრი სიგრძის ბორდიურებიც მოეწყო. პროექტის ღირებულებამ 193 672 ლარი შეადგინა.

„გლდანის რაიონში აქტიურად ვმუშაობთ შიდა კვარტალური გზების მოწესრიგებაზე. კომპაქტურ დასახლებასთან მივიყვანეთ ახალი გზა, კეთდება პარკი, ასევე მუხიანის დასახლებაში გაკეთდა შიდა კვარტალური გზები. ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა წელს არსებული რესურსების ფარგლებში მეტის გაკეთება შევძლოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42