დავით უსუფაშვილი აშშ-ის კონგრესის წევრებთან შეხვედრა გამართა
პოლიტიკა - 20:01, 29 Aug, 2016     1346
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებთან, დუნკან ჰანტერთან და მარკ სანფორდთან გამართა.

კონგრესმენებმა დავით უსუფაშვილს საქართველოს ავღანეთში, „,მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. როგორც საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, საქართველო საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანას აქტიურად გააგრძელებს.

მხარეებმა რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და ამ მხრივ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს, ასევე, შეაფასეს ნატოს ვარშავის სამიტის შედეგები და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებიც. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში, ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის ერთსულოვნებაა. შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარებაც.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებთან შეხვედრას, დავით უსუფაშვილთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრები: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე, ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით ონოფრიშვილი და მეგობრობის ჯგუფის წევრი, დავით დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42