„2010 წელს მე ვიყავი ერთადერთი პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელმაც გააპროტესტა ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც შეიტანა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს კონსტიტუციაში. ამის გამო მე დავისაჯე კიდეც და მაშინ, როდესაც ალეკო ელისაშვილი ახორციელებდა ნაცმოძრაობის პროექტებს, მე გამომაგდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზეა, ამის მტკიცებულებად კი სატელევიზიო სივრცეში ალეკო ელისაშვილის და ნატა ფერაძის გამოსვლის მაგალითები დაასახელა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი პირობას იძლევა, რომ სატელევიზიო სივრცეში ბილწსიტყვაობის და სიძულვილის ენის აკრძალვა მოხდება.
„დღეს რაც ხდება სატელევიზიო სივრცეში, იგივე ნატა ფერაძის, ალეკო ელისაშვილის სახით, არის ერთ-ერთ მკაფიო გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე, თუმცა ვითარება ძალიან მალე შეიცვლება და ძალიან მალე აღიკვეთება ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა,“-აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადების გამო, იმასთან დაკავშირებით რომ ალეკო ელისაშვილმა გაპროტესტება მხოლოდ 2012 წლის მერე დაიწყო და მანამდე ის სამოქალაქო აქრტივიზმში არ მონაწილეობდა , საკრებულოს დეპუტატი მობოდიშებას ითხოვდა, ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძის წარსული საქმიანობითაც დაინტერესდა :"დაჯდეს და მოყვეს რას აკეთებდა 2012 წლამდე, ეს თმა გაპუწული გოგლი-მოგლი ბიჭი"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მასალის გამოყენების პირობები






