რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მეწარმეებს შეხვდნენ
პოლიტიკა - 15:11, 29 Aug, 2016     1904
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მეწარმეებს შეხვდნენ. პაატა მხეიძისა და გიორგი ბეგაძის შეხვედრა ბიზნესმენებთან რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ ბიზნესმენებს ,,ქართული ოცნების“ ეკონომიკური ხედვები გააცნო. მეწარმეებთან ერთად ბიზნესსექტორში არსებული გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

,,ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, გავატაროთ ისეთი ეკონომიკური რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის გაძლიერებას. ეს ყველაფერი განაპირობებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, შესაბამისად, მივაღწევთ იმ სწრაფ განვითარებასა და ოჯახების კეთილდღეობას, რომელიც მიზნად დავისახეთ“,-განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა განაცხადეს, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიღებულმა არაერთმა კანონმა ქვეყანაში მეწარმეობის განვითარების კუთხით ვითარება მკვეთრად გააუმჯობესა. დეპიტატობის კანდიდატების თქმით, ეკონომიკური განვითარება პარტიის მთავარი პრიორიტეტია, რუსთავს კი აქვს პოტენციალი, რომ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქალაქი გახდეს.

„რუსთავს, როგორც ახლო წარსულში უმსხვილეს ინდუსტრიულ ცენტრს, ამ ფუნქციის დაბრუნების პერსპექტივით უნდა მიენიჭოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი. იმის გათვალისწინებით, რომ რუსთავს გააჩნია საინჟინრო კვალიფიციური კადრების პოტენციალი, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაარსებული უახლესი ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთ-ერთი საწარმოო ფილიალის რუსთავში გახსნის პერსპექტივაც უნდა იქნეს განხილული“, - განაცხადა პაატა მხეიძემ.

დეპუტატობის კანდიდატები მეწარმეებს დაპირდნენ, რომ მანდატის მოპოვების შემთხვევაში, ბიზნესის მხარდასაჭერად საკანონმდებლო ინიციატივებს წარადგენენ. რუსთაველ ამომრჩევლებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პაატა მხეიძე ასევე შეხვდა ჭყონდიდელის დასახლების, ბათუმის, კლდიაშვილის, ფალიაშვილის, თბილისისა და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

პაატა მხეიძემ ადგილობრივებთან თვითმმართველობის შექმნიდან დღემდე ქალაქში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.

„მე ვპირდები მოსახლეობას, რომ თითოეული პრობლემა განხილული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს დონეზე, საჭიროების შემთხვევაში ცენტრალურ ხელისუფლებასთან. მათი გადაჭრის გზებზე მუშაობას საარჩევნო პერიოდშივე დავიწყებთ. მადლობა რუსთავის მოსახლეობას მოსმენისთვის, გაკეთებულის დანახვისთვის, ახლის ერთად კეთების მზაობისთვის. შეხვედრების 4 დღის ბოლოს, მათი კეთილგანწყობის ფონზე, გაორმაგებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. „ ქართული ოცნების“ გუნდის მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ ერთად, სწრაფი განვითარებით თანამედროვე რუსთავის აშენებას“, - განაცხადა პაატა მხეიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42