დავით ნარმანია ბარნოვის და მცხეთის ქუჩებზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო
პოლიტიკა - 14:08, 29 Aug, 2016     1694
თბილისის მერი დავით ნარმანია ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ვაკეში, ბარნოვისა და მცხეთის ქუჩებზე მიმდინარე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო.

“ბარნოვის და მცხეთის ქუჩებზე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოები: იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კეთდება სანიაღვრე სისტემა, ეწყობა ტროტუარები. მთლიანად, თავიდან ბოლომდე იგება გზები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან ინტენსიური სამუშაოების შედეგად, უახლოესი სამი კვირის განმავლობაში, ვიდრე ქალაქი სრულად დაიტვირთება, ჩვენ ძირითად სამუშაოებს დავასრულებთ და ორი ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტი გვექნება ქალაქში,”- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა მცხეთის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 13 აგვისტოს დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობა, მზადდება ტროტუარები. იცვლება სანიაღვრე სისტემა.

სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე 15 სექტემბრის ჩათვლით მცხეთის ქუჩა გადაკეტილია მრგვალი ბაღიდან ქობულეთის ქუჩამდე, მეორე ეტაპზე კი, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით გადაიკეტება ქობულეთის ქუჩიდან მცხეთის ქუჩის ბოლომდე.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჰერიო" აწარმოებს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის 767 570,93 ლარია გამოყოფილი.

რაც შეეხება ბარნოვის ქუჩას, ამჟამად მიმდინარეობს ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები ბარნოვი-პეტრიაშვილის კვეთიდან მრგვალ ბაღამდე. ასევე, ეწყობა ახალი ბაზალტის ბორდიურები. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ახალი სანიაღვრე ქსელის, ტროტუარების, ბორდიურების და სავალი ნაწილის რეაბილიტაცია.

ვასილ ბარნოვის ქუჩის კაპიტალური შეკეთებისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 1 106 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს “ჯეუ გრუპი“ აწარმოებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42