გიორგი მარგველაშვილი - პოლიტიკური პარტიები აქტიურ დისკუსიაში უნდა შევიდნენ საზოგადოებასთან
პოლიტიკა - 13:37, 29 Aug, 2016     930
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "შენი ხმა ჩვენი მომავლია" კამპანიის ფარგლებში, წყალტუბოში საზაფხულო სკოლას ესტუმრა და პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.

პროექტი "შენი ხმა ჩვენი მომავლია" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს არჩევნებში მონაწილეობის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას.

გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩევლის წინაშე კონკრეტული პროგრამებით წარდგომას და გააქტიურებას ურჩევს.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ამომრჩეველს რას გეგმავენ დასაქმების, ეკონომიკის, სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, რა პოზიცია აქვთ გეოპოლიტიკურ საკითხებზე.

პრეზიდენტი ასევე მიმართავს მედიას გააქტიურდეს საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით.

„მე მინდა ვთხოვო პოლიტიკოსებს გააქტიურდნენ, უფრო აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო კამაპნიაში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს მინდა ვთხოვო, რომ უფრო მეტი გაგვაგებინონ ჩვენ, ამომრჩევლებს რა უნდა გავაკეთოთ.

პოლიტიკური პარტიები აქტიურ დისკუსიაში უნდა შევიდნენ საზოგადოებასთან და დიალოგი აწარმოონ ხალხთან. როცა აქტიური იქნება ამომრჩეველი, პოლიტიკოსს მოუწევს მისთვის პასუხების გაცემა.

ჩვენი, ამომრჩევლების სახელით, მინდა მედიასაც ვთხოვო, რომ უფრო გაქტიურდეს და ჰკითხოს პოლიტიკოსებს - რას აპირებენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პროექტი „შენი ხმა ჩვენი მომავალია" საქართველოს 8 ქალაქში ახალგაზრდული საზაფხულო სკოლების მოწყობას ითვალისწინებს, ერთერთ ასეთ სკოლის მონაწილეებს წყალტუბოში დღეს პრეზიდენტი შეხვდა.

„რეალურად თქვენ ქმნით ხვალინდელ, ძლიერ, დემოკრატიულ, საქართველოს.

მთავარი, რასაც თქვენ აკეთებთ და გააკეთებთ, იქნება ის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიაწვდით ძალიან მნიშვნელოვან გზავნილს, რომელშიც არ არის რაიმე ტიპის აგიტაცია რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, მაგრამ იქნება გზავნილი, რომელიც დემოკრატიული საქართველოს ფუნდამენტი და საფუძველია. გზავნილს, რომლის შინაარსიც არის იმისთვის, რომ ეფექტიანად იმუშაოს სახელმწიფომ, იმისთვის, რომ რეალურად ფუნქციონირებდეს დემოკრატია, შეიგრძნოს ჩვენმა ხალხმა ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე და სიდიადე.

ამისთვის ყველა მოქალაქე უნდა იყოს საარჩევნო პროცესში ჩართული. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია, მივიდეს საარჩევნო უბნებთან და რომელიმე პარტიას, რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს მისცეს ხმა.

ბევრი ადამიანი იმედგაცრუებულია პოლიტიკის მიმართ, არის ნიჰილისტური განწყობებიც, მაგრამ ჭეშმარიტება და მთავარი აზრი დევს იმაში, რომ ადამიანი, რომელიც არ მიდის არჩევნებზე, რეალურად უარს ამბობს თავის მოქალაქეობრივ უფლებაზე იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს თანამონაწილე, განახორციელოს თავის მოქალაქეობრივი ვალი.

ხმის არმიცემით, უბანზე არმისვლით, ბოიკოტით, ისინი სჯიან მხოლოდ თავიანთ თავს, სჯიან მომავალს და ვერაფრით სჯიან პოლიტიკოსებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი გზავნილი, რომელიც თქვენ გაქვთ, ეს თქვენ თვითონ ხართ. თქვენ არ ითხოვთ რომელიმე ძალის მხარდაჭერას, არამედ ითხოვთ ახალგაზრდების მომავლის მხარდაჭერას",- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა პროექტის მონაწილეებს.

საქართველოს პრეზიდენტი რეგიონებში პროექტის მონაწილეებთან შეხვედრებს გააგრძელებს და ანაკლიას, შეკვეთილს, ზუგდიდს და სიღნაღს ეწვევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42