"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით, სევდია უგრეხელიძე ეხმაურება. საუბარია კობახიძის განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ელისაშვილი და პარტიზანი მებაღეები წლების განმავლობაში გიგი უგულავას საქმიანობას „ფუთავდნენ“:
„საკრებულოში ყოფნის დროსაც და ვიცე მერობის პერიოდშიც კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებდა ბატონი ელისაშვილი, როგორც ჟურნალისტი, ყველა დებატებში და ჩვენ მას ვედავებოდით, რომ ის მხარედ გამოდის და ეს დაუშვებელია, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე იყო. ასევე შემიძლია ვთქვა პარტიზან მებაღეებზე, რომლებიც ზუსტად ისეთივე ლექსიკით, ისეთივე თავგამეტებით იცავდნენ თავიანთი აზრით, ზოგ შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელ პოზიციებს. ამიტომ სასაცილოა, რომ რაღაც შემუშავებული მესიჯით, ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსში ადანაშაულებენ ისეთ ადამიანებს, ვისთან ალიანსიც არც ერთ მხარეს არ სურს,“- განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






