"ჩემთვის ვიჯექი და ისინიც დაჯდნენ..."- ვაშაძე ჯანყარაშვილთან გადაღებულ სკანდალურ ფოტოზე
პოლიტიკა - 12:13, 29 Aug, 2016     9966
"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ბლოკში შემავალი პარტიის "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ სკანდალურ ფოტოს, რომელზეც ეს უკანასკნელი ჯანყარაშვილთან და ხადურთან ერთადაა აღბეჭდილი "ნიუპოსტთან" გამოეხმაურა.

ვაშაძე ირწმუნება, რომ შეხვედრა დაგეგმილი არ იყო. საუბრის თემა კი პოლიტიკა საერთოდ არ ყოფილა.

"ჩემი მეუღლე და ბავშვები ჩაქვში ისვენებენ, მე აჭარაში და დასავლეთ საქართველოში მაქვს შეხვედრები მოსახლეობასთან. ისინიც (ჯანყარაშვილი, ხადური) აქ იყვნენ და სრულიად შემთხვევით შევხვდით ჩაქვში მეტი არაფერი"- განუცხადა "ნიუპოსტს" ვაშაძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბრის თემა პოლიტიკა არ ყოფილა.

"შემთხვევით შევხვდით, პოლიტიკური ოპონენტი იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თავ-პირი დავამტვრიოთ ერთმანეთს?! მე ჩემთვის ვიჯექი და ისინიც დაჯდნენ"- აღნიშნა „ახალი საქართველოს’ ლიდერმა.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გივი თარგამაძე, სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ასახული არიან ენმ-ს ყოფილი წევრი და ამჟამად „ახალი საქართველოს’ ლიდერ გიორგი ვაშაძე და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. ასევე გიორგი ვაშაძე და ზვიად ჯანყარაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42