,,სახელმწიფო ეფექტიანად მუშაობს, როცა ამომრჩეველი პასუხისმგებლობას აკისრებს პოლიტიკოსს და აკონტროლებს მას“ - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 15:57, 28 Aug, 2016     1799
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "შენი ხმა ჩვენი მომავლია" კამპანიის ფარგლებში, ამბროლაურში საზაფხულო სკოლას ეწვია და პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს არჩევნებში მონაწილეობის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას.

,,სახელმწიფო ეფექტიანად მუშაობს მაშინ, როცა ამომრჩეველი ხმის მიცემით პასუხისმგებლობას აკისრებს პოლიტიკოსს და შემდეგ კონტროლს ახორციელებს მის საქმიანობაზე.

არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ გაკეთებული საჩუქარი არ არის.

თუ არ მიიღებ მონაწილეობას არჩევნებში, შენს თავს ართმევ უფლებას იყო ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პროექტის მონაწილეებთან საუბრისას.

გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს გააქტიურდნენ და გააქტიურონ საარჩევნო კამპანია, გააცნონ მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამები. მან აღნიშნულის შესახებ პროექტის მონაწილეებთან საუბრისას განაცხადა.

“თქვენ და თქვენმა თანაგუნდელებმა, რეალურად ბევრი რამ შეცვალეთ ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში. თქვენ გააჩინეთ და გააძლიერეთ პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის მიმართ საზოგადოების სწორი დამოკიდებულება.

თქვენ ეუბნებოდით საზოგადოებას, რომ მათ უნდა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. თქვენ ეუბნებოდით, რომ ხმის მიცემა არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ გვექნება უფრო ძლიერი, უფრო დემოკრატიული საზოგადოება და უფრო გამართული ქვეყანა.

თქვენ ამას ეუბნებოდით არა იმიტომ, რომ ხმა მიეცათ თქვენთვის, ან თქვენი თანამოაზრეებისთვის, ან რომელიმე პარტიისთვის, ან რომელიმე პოლიტიკური ლიდერისთვის, არამედ ეუბნებოდით, რომ ეს ქმედება მათ უნდა განეხორციელებინათ იმისთვის, რომ ასე მუშაობს სახელმწიფო, ასე იქმნება და მთლიანდება საზოგადოება, ასეთი ფორმით მუშაობს დემოკრატია.

მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს თქვენ გაუღვიძეთ ეს ემოცია, ეს სულისკვეთება, ეს იმედი.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს, რასაც თქვენ აკეთებდით და ის გამოცდილება, რაც თქვენ მიიღეთ არ დამთავრდება აქ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თქვენს მეგობრებს, თქვენს მეზობლებს, იგივეს გაუზიარებთ და იგივეს მოუწოდებთ, რომ აუცილებლად, დაკვირვებით, გულისყურით შეხედონ რას აკეთებენ პოლიტიკოსები, შეაფასონ მათი ქმედებები, ნიშნები დაუწერონ მათ საარჩევნო ყუთებთან მისვლისას"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პროექტი საქართველოს 8 ქალაქში ახალგაზრდული საზაფხულო სკოლების მოწყობას ითვალისწინებს, ერთერთი ასეთი ბანაკი სწორედ ამბროლაურში მოეწყო.

საქართველოს პრეზიდენტი რეგიონებში პროექტის მონაწილეებთან შეხვედრებს გააგრძელებს და წყალტუბოს, ანაკლიას, შეკვეთილს, ზუგდიდს და სიღნაღს ეწვევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42