პარტიის წევრმა სოფელ ნახიდურში მომხარ ინციდენტზე ისაუბრა. მისი თქმით, აქტივისტების მიერ კარდაკარის პროგრამის ფარგლებში ფლაერების დარიგების დროს მათთან სოფლის რწმუნებული და ,,ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატები მივიდნენ და სოფლის დატოვება მოსთხოვეს. ისმაილოვა ამბობს, რომ აქტივისტებს ხელისუფლების წარმომადგენლები დაემუქრნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ისმაილოვა ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მუქარას არაერთხელ ჰქონია ადგილი. ისმაილოვამ კონკრეტული პირებიც დაასახელა, ვინც ოპოზიციის წევრებზე ზეწოლას ახორციელებდა. მისი თქმით, საკრებულოს წევრი რასულ ბახტიაროვი არის ყოფილი პოლიციელი, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში ქრთამის აღების გამო დაპატიმრებულიც იყო.
"ემუქრებიან, რომ ფიზიკურად გაუსწორდებიან. აგრეთვე თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დაუჭრენ მხარს, იქნებიან დაჭერილები და ამის გამო ყველა პასუხს აგებს. მივმართავ ყველა ინსტანციას, ვისაც ეს საკითხი ეხება, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს უფრო, რომ მეტად იყვნენ ჩართულები ბოლნისის საარჩევნო პროცესებში,"- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამირა ისმაილოვა.
მასალის გამოყენების პირობები






