"მარიამობას ვულოცავ ჩვენს ჯარისკაცებს ავღანეთში. სიმბოლურია, რომ დღეს აქ ვიმყოფებით და მათთან ერთად იმ ეკლესიაში აღვავლენთ ლოცვას, რომელიც ჯარისკაცების ხელით არის აშენებული. მე დღეს ვნახე თუ როგორ ლოცავდა მამაო ჩვენს ჯარისკაცებს, როდესაც ისინი ძალიან საპასუხისმგებლო მისიას, კერძოდ პატრულირებას ახორციელებდნენ. მთელი საქართველო ლოცულობს ამ ბიჭებზე, რომ ისინი მშვიდად, უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ ჩვენს ქვეყანას. ღმერთი იყოს მათი შემწე", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
მარიამობის დღესასწაულს ქართველ სამხედროებთან ერთდ ქართული ეკლესიის უცხოელი მრევლიც დაესწრო, მათ შორის ბოსნიელი სამხედრო მოსამსახურეები. მართლმადიდებლურ დღესასწაულს ბაგრამის საავიაციო ბაზის ამერიკელი სამხედრო კაპელანიც დაესწრო. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საეკლესიო ღვთისმსახურება 52-ე ბატალინოს სამხედრო კაპელანმა მამა ზაქარიამ აღავლინა. ღვთის მსახურების დასრულების შემდეგ კი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ეკლესიაში შეკრებილ ქართველ და უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს თბილისიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩატანილი მარიამობის ქადებით გაუმასპინძლდა.


მასალის გამოყენების პირობები






