მისი თქმით, პარტია თბილისის საქალაქო სასამართლო მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
”ჩვენ არ გვინახავს სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და ძალიან მაინტერესებს როგორ შეძლებს მოსამართლე დაასაბუთოს სამართლებრივად ის ალოგიკურობა, რაც ახლა გამოგვიცხადა. მან თავდაყირა დააყენა სამართლებრივი წესრიგი საარჩევნო კოდექსში, რომლითაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიანიჭა შეუზღუდავი უფლებამოსილება დაადგინოს წესები ისე, როგორც მას მოესურვება საარჩევნო კოდექსისგან აბსოლუტურად განსხვავებით. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, რადგან შეუძლებელია დამოუკიდებელმა სასამართლომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს”, - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.
საქალაქო სასამართლომ რესპუბლიკური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
რესპუბლიკურმა პარტიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის თანახმადაც ცესკომ საარჩევნო სუბიექტებს ახალ მემარჯვენეებსა და პატრიოტთა ალიანსს ნუმერაცია წილისყრის გარეშე მიანიჭა.
რესპუბლიკურმა პარტიამ სარჩელი საქალაქო სასამართლოში 25 აგვისტოს შეიტანა.
მასალის გამოყენების პირობები






