დევნილები იმ გაუსაძლის პირობებს აპროტესტებენ, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.
როგორც ერთ-ერთმა მცხოვრემა, ირმა გუგეშაშვილმა განაცხადა, კორპუსში, სადაც 110 ოჯახი ცხოვრობს, ანტისანიტარიაა, ამასთანავე არ აქვთ ბუნებრივი აირი.
”არ გვაქვს გაზი, ზამთარში 300 ლარამდე ვიხდით ელექტროენერგიის გადასახადს, სოციალურად დაუცველები ვართ და ახლა მოგვაწებეს დასუფთავების გადასახადიც”, - განაცხადა ირმა გუგეშაშვილმა.
მისივე თქმით, მათ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
მოსახლეობის თქმით, მათ აქვთ საბუთი, რომ ეს შენობა, სადაც ისინი ცხოვრობენ, ეკუთვნის კომპანია ”კალა დეველოპმენტს”.
როგორც ლევან სამუშიამ განაცხადა, ეს ადგილი არის 21-ე საუკუნის საკონცენტრაციო ბანაკი.
”ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ თუ სად ცხოვრობეს დღეს მოსახლეობა, ეს არის 21-ე საუკუნის „კონცლაგერი“. ქალაქის ცენტრში მსგავს გაუსაძლის პრობლემებში თუ ადამიანები ცხოვრობენ საერთოდ არ იცის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, საერთოდ არ იცის აფხაზეთის მთავრობამ”, - განაცხადა სამუშიამ.
მისივე თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ამ ყოფაში ადამიანების ცხოვრება შეუძლებელია, თუმცა ამას ყურადღებას არავინ აქცევს.
ლევან სამუშიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს „გამოფხიზლებისკენ მოუწოდა“.
მასალის გამოყენების პირობები






