"პაპუაშვილი და ენმ არასასურველ მოსამართლეებზე თავდასხმებს დაიწყებენ"- გედევან ფოფხაძე
პოლიტიკა - 14:30, 27 Aug, 2016     1629
გედევან ფოფხაძე ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შესაძლოა მისთვის არასასურველი მოსამართლეების დისკრედიტაცია დაიწყოს. ამის შესახებ, გედევან ფოფხაძემ "პირველ პრესკლუბში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ფოფხაძის თქმით პაპუაშვილს ამაში ხელს ის მედიასაშუალებები შეუწყობენ, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობასთან“ არიან დაახლოებულნი:

"ასეთი რეალობის წინაშე ვდგებით - არის ვარაუდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი პოლიტიკური მოკავშირეები, საუბარია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე", მათთვის არასასურველ მოსამართლეებზე თავდასხმებს დაიწყებენ. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში, საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ნაწილზე, რომელიც გიორგი პაპუაშვილის პოლიტიკურ ნებას არ ემორჩილება, იქნება თავდასხმები, მათ შორის, მათი პიროვნული დისკრედიტაციისა და შავი პიარის აგორების მიზნით. ჩვენი ინფორმაციით, ამის მონაწილე იქნება ყველა ის მედიასაშუალება, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრობს. ჩვენ ახლავე გვინდა ამაზე პოზიცია დავაფიქსიროთ. მე ასეთ თავდასხმებს ველოდები. ერთი თვე დარჩა პაპუაშვილსა და მის თანამოაზრე მოსამართლეებს. ამ ხნის მანძილზე, მათ პოლიტიკური დაკვეთები არ უნდა შეასრულონ. მტკიცებულების დონეზე არაფრის შემოთავაზება არ შემიძლია, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუ რა ფორმით მოხდება მოსამართლეების დისკრედიტაცია. თუმცა, რა მცდელობაც არ უნდა იყოს მათი დისკრედიტაციის, მოსამართლეები უნდა მოიქცნენ მართლმსაჯულების ფარგლებში და კანონით დაკისრებული ვალდებულება შეასრულონ",- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, თუ დამტკიცდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შეცვლის ფაქტი დაფიქსირდა, გამოძიება ბუნებრივია უნდა დაინტერესდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42