ლევან გოგიჩაიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
პოლიტიკა - 13:51, 27 Aug, 2016     1756
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

მორიგი შეხვედრა დოლიძისა და ფანასკერტელის ქუჩის მოსახლეობასთან გაიმართა. ლევან გოგიჩაიშვილი ამომრჩევლის პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათ “ქართული ოცნების” სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

“ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანია. ამიტომაც, “ქართული ოცნების” პრიორიტეტებში თავიდანვე იყო თანამოქალაქეების ჯანრთელობაზე ზრუნვა და სოციალური საკითხები. დროულმა და ხელმისაწვდომმა სამედიცინო მომსახურებამ ათასობით ადამიანს მისცა განკურნების შესაძლებლობა და მნიშვნელოვნად შეამცირა სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი. ამისთვის, “ქართული ოცნების” მიერ 127,7%-ით გაიზარდა ბიუჯეტი. 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. 10 000 -ზე მეტ ადამიანს დაეხმარა C ჰეპატიტის პროგრამა, რომლითაც მომავალში უკვე ნებისმიერი მოქალაქე უფასოდ შეძლებს სარგებლობას“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ასევე გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„კატასტროფული მდგომარეობა დაგვხვდა, მაგალითად, წყალმომარაგების კუთხითაც. ნახევარ მილიარდზე მეტი უკვე დაიხარჯა ამ პრობლემების გადასაჭრელად, ხოლო 1.5 მილიარდის პროექტები ამჯერად შესრულების პროცესშია, რაც დამატებით 500 000 ჩვენს თანამემამულეს უზრუნველყოფს წყალმომარაგებით.

ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანის ფიზიკურ გადარჩენაზე ზრუნვას, ჩვენს პრიორიტეტად ყოველთვის დარჩება ადამიანი და კიდევ უფრო გაუმჯობესდება სოციალური პაკეტი. საბურთალოზე განხორციელებული პროექტები იქნება ნათელი ნიმუში “ქართული ოცნების” შემდეგი წარმატებული ოთხწლიანი მმართველობის, რასაც თქვენი თანადგომით და ერთსულოვნებით კიდევ ერთხელ მივაღწევთ”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42