"აუცილებელია იცოდე, რას თვლის ამა თუ იმ სოფლის მოქალაქე პრიორიტეტად"-გურამ მაჭარაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
პოლიტიკა - 12:39, 27 Aug, 2016     1344

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლაგოდეხსა და ყვარელში, გურამ მაჭარაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი ამჯერადლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების, ლელიანის,ჭაბუკიანის და ქ.ლაგოდეხის № 3 – ე საარჩევნო უბნის მცხოვრებლებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და საკუთარი გეგმები გააცნო.

სოფელ ლელიანის მოსახლეობამ გურამ მაჭარაშვილთან შეხვედრისას ყურადღება გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების საკითხებზე გაამახვილა. რაც შეეხება სოფელ ჭაბუკიანის მოსახლეობას,მათ მაჭარაშვილთან საუბრისას აქცენტი საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემაზე გააკეთეს.

მოსახლეობის მიერ სოფლების საჭიროებებთან დაკავშირებით დაყენებული საკითხები, კანდიდატის თქმით, უცხო არ არის. გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, აღნიშნულ სოფლებში არსებულიგამოწვევების დაძლევაზე მუშაობა მისი საპარლამენტო საქმიანობის პირველივე დღეებში დაიწყება.

შეხვედრებისას გურამ მაჭარაშვილმა ამომრჩეველს განუმარტა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის იქნება თითოეული მათგანის ხმა საქართველოს პარლამენტში. გარდა ამისა, ქართულიოცნების კანდიდატმა ადგილობრივებს მუდმივი შეხვედრების და კომუნიკაციის პირობა მისცა:

,,მნიშვნელოვანია, რომ პრობლემების გადაწყვეტა მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრის და კომუნიკაციის გზით ხდებოდეს. აუცილებელია იცოდე, რას თვლის ამა თუ იმ სოფლის მოქალაქეპრიორიტეტად. მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში ჩემი საქმიანობის მნიშვნელოვან დროს სწორედ ხალხთან ურთიერთობას მოვახმარ,სწორედ მათ მიერ დაყენებული საკითხები იქნება ჩემი დაჩვენი გუნდის მოქმედების ამოსავალი წერტილი. მჯერა, 8 ოქტომბერს, თქვენთან ერთად შევძლებთ ურთიერთ თანამშრომლობის ახალი სტანდარტის დამკვიდრებას, რაც ყველა გამოწვევისდაძლევის წინაპირობა იქნება“, – განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრისას გურამ მაჭარაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42